გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ — მდგომარეობის, რომელიც შარდმჟავას (ურატების) ჭარბად დაგროვების შედეგად ვითარდება ორგანიზმში.
პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ფებუქსოსტატი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ფებუქსოსტატს.
გამოიყენება პოდაგრის – ორგანიზმში შარდმჟავას (ურატების) ჭარბი დაგროვებით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ. ზოგიერთი ადამიანის სისხლი შეიცავს ძალიან
ბევრ შარდმჟავას, ამასთან დაკავშირებით ის ხდება არახსნადი. აღნიშნულის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ურატების კრისტალები, რომლებიც გროვდება სახსრებსა და
თირკმელებში. მოცემულ პროცესს შეიძლება თან ახლდეს სახსრის მოულოდნელი ძლიერი ტკივილი, გაწითლება, შესივება და ტემპერატურის მომატება (პოდაგრის შეტევა). თუ
მკურნალობა არ იქნება ჩატარებული, ცალკეული კრისტალები წარმოქმნის დიდ გროვას (ტოფუსებს) სახსრებსა და მათ გარეშემო. ამ ტოფუსებს შეუძლია სახსრისა და ძვლის დაშლა.
ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. კითხვების გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანია ადენურიკის ყოველდღე მიღება, პოდაგრის შეტევების არ არსებობის შემთხვევაშიც კი.
ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების რისკი პრეპარატი ადენურიკით მკურნალობის დროს დადგენილი არ არის. ორსულობის დროს ადენურიკის მიღება რეკომენდებული არ არის. ასევე ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ადენურიკი დედის რძეში. არ შეიძლება პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების დროს ან მისთვის მომზადების შემთხვევაში.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გახსოვდეთ, რომ მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა, არამკვეთრი მხედველობა, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, რომელთა განვითარებისას რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალებების მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.