აცეკლოფენაკი ბიოგარანი ტაბლეტი 100მგ #30
აცეკლოფენაკი ბიოგარანი ტაბლეტი 100მგ #30

აცეკლოფენაკი ბიოგარანი ტაბლეტი 100მგ #30

შვეიცარია

რივოფარმი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
აცეკლოფენაკი

ჩვენებები:
•ოსტეოართრიტი - სახსრების ანთება. ეს არის საერთო მდგომარეობა 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რაც იწვევს სახსრებში ქსოვილებისა და ძვლების დაზიანებას.
•რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ხანგრძლივი ანთება, რომელიც გამოწვეულია სხეულის საკუთარი იმუნური სისტემით (აუტოიმუნური რეაქცია).
•მაანკილოზებელი სპონდილიტი არის ხერხემლის/ზურგის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახსრების შეზრდა.

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 200 მგ (აცეკლოფენაკის ორი ტაბლეტი). ერთი 100 მგ ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით და ერთი საღამოს.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად დიდი რაოდენობით წყალთან ერთად და მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ. არ დაფშვნათ ან დაღეჭოთ ტაბლეტები.
თუ ხანდაზმული ადამიანი ხართ, უფრო სავარაუდოა, რომ განიცადოთ სერიოზული გვერდითი მოვლენები .თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ აცეკლოფენაკს, დაგინიშნავთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას მკურნალობის უმოკლეს პერიოდში.

უკუჩვენებები:
აცეკლოფენაკის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ მიიღოთ აცეკლოფენაკი, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ. ორსულობის დროს ამ მედიკამენტის გამოყენების უსაფრთხოება ცნობილი არ არის. არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ექიმი საჭიროდ ჩათვლის.

შენახვის პირობები:
ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან. შეინახეთ მედიკამენტები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რივოფარმი
ქვეყანა
შვეიცარია
ჯენერიკი
აცეკლოფენაკი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი