ვერმოქსი ტაბლეტი 100მგ #6

ვერმოქსი ტაბლეტი 100მგ #6

რუმინეთი

გედეონ რიხტერი
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: მებენდაზოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება.
ჩვენებები:

ვერმოქსს იყენებენ ჭიების ერთეული და შერეული ინვაზიების სამკურნალოდ: ენტერობიოზი, ტრიქურიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, ნეკატორიოზი, Enterobius vermicularis ( ნემატოდა/მახვილა) - ენტერობიოზი; Trichuris trichiura (ტრიქოცეფალუსი); Ascaris lumbricoides (დიდი მრგვალი ჭია); Ancylostoma duodenale, Necator americanus (ანკილოსტომა); Strongyloides stercoralis, Taenia spp. (ლენტისებრი ჭია).

მიღების წესი და დოზირება:

ენტერობიოზი: პერორალურად მისაღებად ინიშნება 1 ტაბ. ერთხელ დღეში.

რადგან ხშირად ადგილი აქვს განმეორებით ინვაზიებს Enterobius vermicularis, რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება 2-4 კვირის შემდეგ, განსაკუთრებით ინვაზიის სალიკვიდაციო პროგრამების ჩატარების დროს.

ასკარიდოზი, ტრიქურიოზი, ანკილოსტომოზი და შერეული ინვაზიები:

1 ტაბ. 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს 3 დღის განმავლობაში თანმიმდევრობით.
პრეპარატი მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ ერთნაირი დოზით.

ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზარდებში - 2 ტაბ. 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში თანმიმდევრობით. ამ შემთხვევაში დიდი დოზების მიუხედავად გვერდითი მოვლენები იშვითად აღინიშნება.

ბავშვებში - 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში თანმიმდევრობით.

პრეპარატის მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენებები:

*ვერმოქსის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა ავადმყოფებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

მებენდაზოლს ახასიათებს ემბრიოტოქსიკურობა და ტერატოგენობა.

ორსულობის დროს მებენდაზოლის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში.

ლაქტაციის პერიოლში ვერმოქსი სიფრთხილით ენიშნებათ, რადგან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დედის რძეში გადასვლის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

1 წლამდე ასაკის ბავშვებში, კრუნჩხვების განვითარბის გამო, მებენდაზოლის გამოყენება ნებადართული არ არის, რადგან არ არსებობს მონაცემები მათი უსაფრთხოების შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
მებენდაზოლი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
6
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი