ლარიფანი სპრეი 0.02% ფლაკონი #1
ლარიფანი სპრეი 0.02% ფლაკონი #1

ლარიფანი სპრეი 0.02% ფლაკონი #1

ლატვია

ლარიფანი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - acidum ribonucleinicum duplicatum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოლოგია → იმუნომოდულატორები → ინტერფერონები
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) ლიოფილიზირებული, 2 მგ შეფუთვაში. სხვა ნივთიერებები: 0.9% ნატრიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი

ჩვენება:
გამოიყენება რესპირატორული ვირუსული ინფექციების (მათ შორის გრიპის), პრედეპიდემიურ და ეპიდემიურ პერიოდებში დაავადების რისკის შესამცირებლად.
განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ადამანებისთვის, რომელთაც აქვთ ავადმყოფებთან კონტაქტი.
რეკომენდებულია პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებისას (სხვადასხვა წარმოშობის სტომატიტებისას, სურდოს დროს, ყელის ტკივილისას).

უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:
ექიმის დანიშნულებით.

მიღების წესი და დოზირება:
ჯანმრთელ ადამიანებში რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისათვის „LARIFAN SPRAY 0.02%”-ის ბოთლის გაზავებული შიგთვსი ღრმად შევისხუროთ პირის ღრუში და/ან ცხვირში 1 – 2-ჯერ დღეში, ავადმყოფებთან კონტაქტური პირებისთვის - 3 – 5-ჯერ დღეში. დაავადების პირველივე სიმპტომებისას – ხველა, დახშული სასუნთქი გზები, სურდო, ჩახლეჩილი ხმა, - შესხურება უნდა ვაწარმოოთ 3 – 5-ჯერ დღეში 2 – 4 დღის განმავლობაში.
პირის ღრუსა და ყელის ანთებისა და ტკივილისას 3 – 5-ჯერ დღეში.
ანტივირუსული დაცვის უზრუნველსაყოფად დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,6 – 1,0 მგ. აქტიურ ნივთიერებას, რაც შეეფარდება გაზავებული შუშის ბოთლის შიგთავსის 1/3-იდან 1/2-მდე.

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:
თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
„LARIFAN SPRAY 0.02%”-ის კომპლექტში შესულია აეროზოლის ბოთლი გამაფრქვეველით და კაფსულა, რომელიც შეიცავს 0,9% NaCl-ს.
ვარგისიანობის ვადა:
„LARIFAN SPRAY 0.02%”-ის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლარიფანი
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
ლარიფანი-ორსპინალური რიბონუკლეინის მჟავა
დოზა
0.02%
ფორმა
სპრეი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი