საერთაშორისო დასახელება - acidum ribonucleinicum duplicatum კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოლოგია → იმუნომოდულატორები → ინტერფერონები შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (დსღNA) – 1.5 მგ/პესარია სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი ჩვენება: „LARIFAN PESO 1,5 მგ” გამოიყენება კომპლექსურ და მონოთერაპიაში: ●საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დისპლაზიებისას (CIN I, CIN II), ●შარდსასქესო სფეროს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას, ●არასპეციფიური ვაგინიტები, ●სექსუალურად ტრანსმისიული დაავადებების რისკის შესამცირებლად, ●სექსუალურად ტრანსმისიული დაავადებებისგან გამოწვეული შედეგების შესამსუბუქებლად.
უკუჩვენება: მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
გვერდითი მოვლენები: არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება: ექიმის კონსულტაციით.
მიღების წესი და დოზირება: საშვილოსნოს ყელის დისპლაზიებისას “LARIFAN PESO 1,5 მგ” გამოიყენება ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს 6 – 10 ჯერ. შედეგებიდან გამომდინარე მკურნალობის კურსს იმეორებენ 1 - 2 ჯერ. ჰერპესული პროცესის მკურნალობისათვის “LARIFAN PESO 1,5 მგ”-ს გამოყენება რეკომენდებულია 10 დღე მიყოლებით, 3_5 პესარიის გამეორებით კურსიდან ორი მენსტრუაციის შემდგომ. საშოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და ტკივილისას (არასპეციფიური ვაგინიტები) რეკომენდებულია შევიყვანოთ საშოში 1 პესარია ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში. პროფილაქტიკური მიზნებისათვის გამოვიყენოთ პესარიები “LARIFAN PESO 1,5 მგ” საშოში შეყვანის გზით კვირაში 1 პესარიის ოდენობით 5 კვირის განმავლობაში.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება: თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: 5 პესარია 1,5 მგ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.