იმუნო ჰერბი ფორტე ხსნარი ორალური 50მლ ფლაკონი #1
იმუნო ჰერბი ფორტე ხსნარი ორალური 50მლ ფლაკონი #1

იმუნო ჰერბი ფორტე ხსნარი ორალური 50მლ ფლაკონი #1

საქართველო

ლაბ. დოქტორ ღლონტი
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერებები: ტილჭირი,ხახვი,ჟასმინი,ექინაცეა

ჩვენებები:
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.
- იმუნიტეტის გაძლიერება;
- მწვავე რესპირატორული დაავადებები;
- პროფილაქტიკური საშუალება გრიპის ეპიდემიის დროს.

დოზირება:
იმუნო-ჰერბი ფორტე მიიღება პერორალურად.
მწვავე შემთხვევებში: 5 წვეთი გახსენით1 ჩაის კოვზ წყალში და მიიღეთ პერორალურად ყოველ 30 წთ-ში, მდგომარეობის გაუჯობესებამდე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში, სიმპტომების სრულ მოხსნამდე.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები ნახევრდება.
საპროფილიქტიკო მიზნით: 5-7 წვეთი გახსენით 1ჩაის კოვზ წყალში დამიიღეთ პერორალურად 2-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე 20-30 წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.
მიღების წინ შეანჯღრიეთ.

უკუჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულებსა და მეძუძურებში იმუნო-ჰერბი ფორტე მიიღება ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითება
ვინაიდან იმუნო ჰერბი ფორტე შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით, რომელიც მის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვისმიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. დოქტორ ღლონტი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ტილჭირი+ხახვი+ჟასმინი+ექინაცია
ფორმა
ხსნარი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი