უროლესანი ნაჩვენებია შარდგამომყოფი გზების და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ინფექციების დროს.
1 კაფსულა შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები: უროლესანის® სქელ ექსტრაქტს, რომელიც მიღებულია თხევადი ექსტრაქტების ნარევიდან Daucus carota L., frucfus (ველური სტაფილოს ნაყოფი) (1:1), Humulus lupulus L., flos (სვიას გირჩები) (1:1), Oreganum vulgare L., herba (თავშავას ბალახი) (1:1) შეფარდებით 1/1, 4/1, ექსტრაგენტი - ეთანოლი 96% მოც./მოც., 10% ტენიანობაზე გაანგარიშებით - 10,70 მგ; Mentha x piperita L., aetheroleum (პიტნის ზეთი) - 7,46 მგ; Abies sibirica L., aetheroleum (ციმბირული სოჭის ზეთი) - 25,50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ალუმომეტასილიკატი*; აბუსალათინის ზეთი; მაგნიუმის კარბონატი მძიმე; ტალკი; ლაქტოზა, მონოჰიდრატი; დინატრიუმის ედეტატი (ტრილონი ბ); კარტოფილის სახამებელი.
შარდგამომყოფი გზების და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ცისტიტი და პიელონეფრიტი); შარდკენჭოვანი დაავადება და შარდმჟავა დიათეზი (კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა მათი მოცილების შემდეგ); ქრონიკული ქოლეცისტიტი (მათ შორის კალკულოზური), სანაღვლე გზების დისკინეზია, ნაღვლკენჭოვანი დაავადება.
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის წინ.
რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის და 14 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის: 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობების დროს (მათ შორის თირკმლის და ღვიძლისმიერი კოლიკების დროს) თერაპიის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 7 დღემდე, ქრონიკული მდგომარეობების დროს - 7-დან 1 თვემდე. თირკმლის და ღვიძლისმიერი კოლიკის აღნიშვნის შემთხვევაში შეიძლება ერთჯერადი დოზის ერთჯერადად გაზრდა 2 კაფსულამდე, შემდეგ კი მომდევნო მიღებაზე დაუბრუნდით ჩვეულებრივ ერთჯერად დოზას (1 კაფულა).
ბავშვები: 14 წლამდე ასაკის ბავშვებში უროლესანი დანიშნული უნდა იქნას სითხის ფორმით.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.