ოვესტინი კრემი ვაგინალური 1მგ/1გრ 15გრ ტუბი
შემადგენლობა:
1 გ პრეპარატი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ესტრიოლი (მიკრონიზირებული ესტრიოლი) 1,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ოქტილდოდეკანოლი 50,0 მგ, ცეტილპალმიტატი 15,0 მგ, გლიცეროლი 120,0 მგ, ცეტილის სპირტი 36,7 მგ, სტეარილის სპირტი 88,4 მგ, პოლისორბატი 60 32,4 მგ, სორბიტანის სტეარატი 7,6 მგ, რძემჟავა 4,0 მგ, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი 0.1 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH 4.0-მდე, გაწმენდილი წყალი 1000.0 მგ-მდე.
პრეპარატის გამოყენების ჩვენება:
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (HRT):
ქვედა საშარდე და სასქესო გზების ლორწოვანი გარსის ატროფიის მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია ესტროგენის დეფიციტთან ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.
- პოსტმენოპაუზის მქონე ქალების პრე- და პოსტოპერაციული თერაპია ქირურგიული ჩარევის დროს ვაგინალური წვდომის მეშვეობით
- დამხმარე სადიაგნოსტიკო საშუალების სახით გამოყენება საშვილოსნოს ყელის ნაცხის საეჭვო შედეგის დროს ონკოციტოლოგიის ჩატარებისას (PAP ტესტი, III კლასი) მენოპაუზის მქონე ქალებში პათოლოგიური უჯრედების გამოვლენისას ატროფიული ცვლილებების ფონზე.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა ესტრიოლის და/ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- დიაგნოსტირებული, ანამნეზში არსებული ან საეჭვო ძუძუს კიბო (BC);
- დიაგნოსტირებული ან საეჭვო ესტროგენზე დამოკიდებული სიმსივნე (მაგ., ენდომეტრიუმის კიბო);
- უცნობი ეტიოლოგიის საშოდან სისხლდენა;
- ენდომეტრიუმის არანამკურნალები ჰიპერპლაზია;
- ვენური თრომბოემბოლიის (VTE) არსებობა ამჟამად ან ანამნეზში (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია);
- დადასტურებული თრომბოფილური დარღვევები (მაგ. C პროტეინის, S პროტეინის ან ანტითრომბინ III-ის და ა.შ. დეფიციტი);
- არტერიული თრომბოზი ან თრომბოემბოლია (ATE), მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ცერებროვასკულური დარღვევების ან პროდრომული მდგომარეობების ჩათვლით (ტრანზიტორული იშემიური შეტევის, სტენოკარდიის ჩათვლით), ამჟამად ან ანამნეზში;
- ღვიძლის დაავადება მწვავე სტადიაში ან ანამნეზში ღვიძლის დაავადება, რის შემდეგაც ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები არ დაუბრუნდა ნორმას;
- პორფირია;
- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
დოზირების რეჟიმი:
1 აპლიკაცია (1 შევსებული აპლიკატორი) შეიცავს 0,5 გ კრემს, რაც შეესაბამება 0,5 მგ ესტრიოლს.
- ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (HRT): ქვედა საშარდე და სასქესო გზების ლორწოვანი გარსის ატროფიის მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია ესტროგენის დეფიციტთან პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში: 0.5 მგ ესტრიოლის 1 აპლიკაცია დღეში ინტრავაგინალურად პირველი 2-3 კვირის განმავლობაში (მაქსიმუმ 4 კვირა), რასაც მოჰყვება დოზის თანდათანობითი შემცირება სიმპტომების შემსუბუქების გავთვალისწინებით, სანამ შემანარჩუნებელი დოზა არ მიიღწევა (რაც გულისხმობს 1 აპლიკაციას (0,5 მგ ესტრიოლი) კვირაში 2-ჯერ).
- როგორც პრე- და პოსტოპერაციული თერაპია პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში, ქირურგიული ჩარევების დროს ვაგინალური მიდგომით: 1 აპლიკაცია (0,5 მგ ესტრიოლი) დღეში ოპერაციამდე 2 კვირის განმავლობაში; 1 აპლიკაცია კვირაში 2-ჯერ ოპერაციიდან 2 კვირის განმავლობაში.
- როგორც დამხმარე სადიაგნოსტიკო საშუალება საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის საეჭვო შედეგის შემთხვევაში ონკოციტოლოგიის ჩატარებისას (PAP ტესტი, III კლასი) მენოპაუზის მქონე ქალებში, როდესაც პათოლოგიური უჯრედები ვლინდება ატროფიული ცვლილებების ფონზე: 1 აპლიკაცია (0,5 მგ ესტრიოლი) ყოველი მეორე დღეს მომდევნო ნაცხის აღებამდე 1 კვირის განმავლობაში.
გამოყენების მეთოდი:
ინტრავაგინალურად, საღამოს, ძილის წინ. კრემი უნდა შევიტანოთ ღრმად საშოში აპლიკატორის დახმარებით, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში.
გამოყენების მეთოდი და მკურნალობის ხანგრძლივობა
ოვესტინის კრემის გამოყენება რეკომენდებულია ღამით ძილის წინ. კრემი უნდა შეიყვანოთ ღრმად საშოში აპლიკატორით, ან წაისვათ გარედან კანის დაზიანებულ უბნებზე სასქესო ორგანოების არეში.
პოსტმენოპაუზის სიმპტომების მკურნალობის დასაწყისში ან გაგრძელებისას აუცილებელია ყველაზე მცირე ეფექტური დოზის გამოყენება რაც შეიძლება მოკლე დროში.
პრეპარატ ოვესტინში® შემავალი ესტრიოლის სისტემური ექსპოზიციის მაჩვენებელბი კვირაში 2-ჯერ დოზირებისას რჩება ნორმალურ დიაპაზონთან ახლოს პოსტმენოპაუზის პერიოდისთვის. არ არის რეკომენდებული პროგესტოგენის დამატება მკურნალობაში (იხ. პუნქტი 4.4 „განსაკუთრებული მითითებები“).
ქალებში, რომლებიც არ იღებენ HRT-ს, ან ქალებში, რომლებიც გადადიან HRT-ს გამო კომბინირებული პრეპარატის უწყვეტ გამოყენებაზე, ოვესტინის® კრემით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დღეს.
ქალები, რომლებიც ტოვებენ HRT-ის პრეპარატების გამოყენების ციკლურ რეჟიმს, უნდა დაიწყონ მკურნალობა ოვესტინის® კრემით HRT-ის პრეპარატების მიღების ციკლის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ.
რეკომენდაციები ოვესტინის კრემის გამოყენების შესახებ:
- კრემი შეჰყავთ საშოში ღამით ძილის წინ.
- ხსნიან თავსახურს ტუბს, გადააბრუნებენ თავსახურს და გამოიყენებენ მახვილ ღეროს ტუბის გასახსნელად.
- დაატრიალებენ აპლიკატორს ტუბზე.
- მოუჭერენ ტუბს, რომ აპლიკატორი კრემით შეივსოს მანამ, სანამ დგუში არ გაჩერდება.
- მოაბრუნებენ აპლიკატორს ტუბიდან და დაახურავენ ტუბს თავსახურს.
- „წოლით“ მდგომარეობაში აპლიკატორის ბოლო შეყავთ ღრმად საშოში და ნელ-ნელა აჭერენ დგუშს, სანამ არ გაჩერდება.
პრეპარატის შეყვანის შემდეგ დგუშს იღებენ ცილინდრიდან და ცილინდრი და დგუში ირეცხება თბილი საპნიანი წყლით. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები. ამის შემდეგ ცილინდრი და დგუში უხვად ირეცხება სუფთა წყლით. არ ჩაყაროთ აპლიკატორი ცხელ ან მდუღარე წყალში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.