მემიბელ L სანთელი ვაგინალური #7

მემიბელ L სანთელი ვაგინალური #7

ინდოეთი

ლაბ. ბელინდა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - მემიბელ-L #7ვაგ.სუპოზ

გამოყენების ჩვენებები

‒ ვაგინალური კანდიდოზი, გამოწვეული Candida albicans-ის მიერ;

‒ ბაქტერიული ვაგინიტი, გამოწვეული ანაერობული ბაქტერიებით და Gardnerella vaginalis-ის მიერ;

‒ ტრიქომონადური ვაგინიტი, გამოწვეული Trichomonas vaginalis-ის მიერ;

‒ შერეული ვაგინალური ინფექციები.

გამოყენების წესი და დოზები

მემიბელ-L-ის გამოყენება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, ერთი ვაგინალური სუპოზიტორია შეიყვანება მწოლიარე მდგომარეობაში ღრმად საშოში ღამით, 7 დღის განმავლობაში.

დაავადების რეციდივისას ან დადებითი კლინიკური დინამიკის არარსებობისას მკურნალობის სხვა მეთოდების გამოყენებისას, მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორებით ჩატარდეს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის (65 წლის ზემოთ): გამოყენების წესი და დოზირება ასეთივეა.

არ შეიძლება ვაგინალური სუპოზიტორიების გადაყლაპვა ან ნებისმიერი სხვა მეთოდით გამოყენება. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობიდან მინიმუმ ერთი დღე აკრძალულია ალკოჰოლის გამყენება და რეკომენდებულია სქესობრივი ურთიერთობებისაგან თავის შეკავება.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ბელინდა
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
მეტრონიდაზოლი+მიკონაზოლი+ლიდოკაინი
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი