კომბინირებული მედიკამენტი შემადგენლობა: ბორის მჟავა -300mg რძე მჟავა-3,5PH პოლიკარბოფილი-60mg ტოკოფეროლის აცეტატი-5mg ვიტამინი A-2mg 18-β-გლიცერეთინის მჟავა-15mg ჩაის ხის ზეთი(ტერპინენის იზომერი-4OL)- 2mg ფოსფატიდილქოლინი-2მგ ნახევრადსინთეზური ტრიგლიცერიდები-2g
ბორის მჟავა-აქვს ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური მოქმედება, მათ შორის გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით G.Vaginalis და C.Glabrata-ს მიმართ. აბალანსებს საშოს PH-ის მაჩვენებელს და აღადგენს ვაგინალურ ფლორას. პოლიკარბოფილი, რეტინოილის მჟავა და ტოკოფეროლი- ჰქმნის საშოს ლორწოვანის ბუნებრივ დამატენიანებელ ეფექტს, ხელს უწყობს საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ეპითელიზაციას, საშოს ელასტიურობის აღდგენას. ნახევრადსინთეზური ტრიგლიცერიდები და ჩაის ხის ზეთი გამოირჩევა ანტივირუსული და ანტიმიკრობული აქტივობებით. ფოსფატიდილქოლინი და 18-β-გლიცერეთინის მჟავა-აქვთ ანტიანთებითი და ადგილობრივი ანალგეზიური მოქმედება რძე მჟავა- არადგენს საშოს “მიკრობიომის“
გამოყენების წესი და ტექნიკა: ლოტამილი ბორი-ს სანთლები ინიშნება დღეში ერთხელ 14-21 დღის განმავლობაში. არის წყალში ხსნადი და თავსებადია ლატექსის კონდომთან.
არ შეიცავს ჰორმონს
ორსულობა და ლაქტაცია: კლინიკური კვლევებით არ დასტურდება რაიმე უკუჩვენება და ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ.
ყურადღება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პერორალურად. შეინახეთ სინათლისგან და მაღალი ტემპერატურისგან დაცულ ადგილას(T<300). არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ექიმის გარეშე. არ გამოიყენოთ ჰიპერსენსიტიურობის შემთხვევაში მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.