პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - desogestrel
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშუალებები კონტრაცეპციისათვის → ჰორმონალური კონტრაცეპტივები → მუდმივი პერორალური გამოყენებისათვის
შემადგენლობა
თითოეულ ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: დეზოგესტრელს - 75 მკგ.
დამხმარე ნივთიერებებს:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი K-30, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სტეარინის მჟავა 50, DL α-ტოკოფეროლის რაცემატი;
ტაბლეტის გარსი: ოპადრი II. 85F28751 თეთრი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), მაკროგოლი 3000, ტალკი).
აღწერილობა
აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, დაახლოებოთ 5,5 მმ დიამეტრით, ერთ მხარეს მარკირებით ,,D’’ და მეორე მხარეს “75”.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰორმონალური კონტრაცეპტივები სისტემური გამოყენებისთვის. პროგესტაგენები. გამოყენების ჩვენება
კონტრაცეფცია.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი “შემადგენლობა”).
- ვენური თრომბოემბოლია პრეპარატის მიღების დასაწყისში.
- ღვიძლის გადატანილი ან არსებული მძიმე დაავადებები (პრეპარატს არ იყენებენ ღვიძლის სინჯების ნორმალიზებამდე).
- დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ავთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები.
- დაუდგენელი ეთიოლოგიის საშოსმიერი სისხლდენა.
დოზირება
კონტრაცეფციული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია პრეპარატის მიღების წესების დაცვა (იხ. ქვეპუნქტები “პრეპარატის ლაქტინეტ®-რიხტერი მიღების წესები” და “როგორ უნდა დავიწყოთ პრეპარატის ლაქტინეტ®-რიხტერი მიღება”).
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
კლინიკური კვლევები პაციენტებში თირკმელების ფუნქცის დარღვევით არ ჩატარებულა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
კლინიკური კვლევები პაციენტებში თირკმელების ფუნქცის დარღვევით არ ჩატარებულა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი შეიძლება დაირღვეს, ამიტომ ასეთ შემთხვევებში პრეპარატს ლაქტინეტ®-რიხტერი ნიშნავენ მხოლოდ ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების ნორმალიზების შემდეგ (იხ. ნაწილი უკუჩვენებები”).
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები
პრეპარატის ლაქტინეტ®-რიხტერი უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში დადგენილი არ არის. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების წესი
პერორალურად
პრეპარატის ლაქტინეტ®-რიხტერი მიღების წესები
ტაბლეტებს იღებენ ყოველდღიურად, დაახლოებთ ერთსა და იგივე დროს, ისე, რომ ორი ტაბლეტის მიღებებს შორის ინტერვალი ყოველთვის შეადგენდეს 24 საათს. პირველ ტაბლეტს იღებენ მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს. შემდეგ აგრძლებენ თითო ტაბლეტის მიღებას დღეში, მათ შორის მენსტრუაციის მსგავსი რეაქციის დადგომის დროს.
ახალი ბლისტერული შეფუთვის გამოყენებას იწყებენ წინა შეფუთვიდან ტაბლეტების დამთავრებიდან მომდევნო დღეს.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ლაქტინეტ®-რიხტერი არ არის ნაჩვენები ორსულობის დროს. ორსულობის დადგომისას პრეპარატის მიღებას წყვეტენ.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ პროგესტერონის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მდედრი-ემბრიონების მასკულინიზაცია.
ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევების მსვლელობაში არ ყოფილა აღმოჩენილი თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკის ზრდა ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობამდე იღებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ან ტერატოგენული მოქმედება ორსულობის ადრეულ ვადებზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების შემთხვევით გამოყენების შემთხვევაში. ფარამკოზედამხედველობის მონაცემები სხვადასხვა დეზოგესტრელის შემცველ პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებით, ასევე არ მიუთითებენ განვითარების დეფექტების მომატებულ რისკზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125935