ინდონალი პარტნერი კაფსულა #90

ინდონალი პარტნერი კაფსულა #90

სლოვაკეთი

სინერგია ფარმაცეუტიკალსი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ინდოლ-3-კარბინოლი 150 მგ, რესვერატროლი 100 მგ. სიმინდის სახამებელი 20 მგ. ჟელატინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი ქალებისათვის.

ჩვენებები: ნატურალური პროდუქტი. განკუთვნილია ქალებისათვის ჯანმრთელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას, იცავს ორგანიზმს უკონტროლო პროლიფერაციული პროცესების განვითარებისაგან, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

დოზირება და მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში 3 თვის განმავლობაში, კაფსულა მიიღება კვების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: არასასურველი ეფექტების შემთხვევაში უნდა ეცნობოს ექიმს.

უკუჩვენებები: ბავშვთა ასაკი. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ინდონალის მიღება არაა რეკომენდირებული კუჭის წვენის მჟავიანობის დამაქვეითებელ პრეპარატებთან ერთად - ანტაციდები, H2-ბლოკერი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება. საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული ორსულებსა და მეძუძურებში.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #90 კაფსულა ერთ კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ ადგილას, 10-15C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: სინერგია ფარმაცეუტიკალს ს.რ.ო.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სინერგია ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
სლოვაკეთი
ჯენერიკი
ინდოლი+რესვერატროლი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
90
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი