გამოიყენება ნიტროფურანტოინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ
აქტიური ნივთიერებაა ნიტროფურანტოინი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ნიტროფურანტოინის მონოჰიდრატს.
სხვა ნივთიერებებია კარტოფილის სახამებელი, კრემნიუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი.
ფურადონინი (ნიტროფურანტოინი) წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას. ის გამოიყენება ნიტროფურანტოინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ: მწვავე გაურთულებელი ინფექციები, მძიმე ქრონიკული განმეორებადი ინფექციები; საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა.
ფურადონინის 100 მგ ტაბლეტები განკუთვნილია ზრდასრული პირებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მიერ გამოყენებისთვის.
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან.
არ შეცვალოთ დოზა ან შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება დანიშნული კურსის დასრულებამდე. დაავადების სიმპტომები შეიძლება გაქრეს ინფექციის განკურნებამდე და დაავადება შეიძლება გამწვავდეს, თუ მკურნალობა ნაადრევად შეწყდა. თუ ექიმმა სხვაგვარად არ დაგინიშნათ, გამოიყენოთ შემდეგი დოზები.
მედიკამენტი უნდა მიიღოთ საკვების მიღების დროს ან მიღებისთანავე, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
ზრდასრულები:
საშარდე გზების მწვავე გაურთულებელი ინფექციები: რეკომენდებული დოზა - 100 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
საშარდე გზების მწვავე ქრონიკული რეციდივული ინფექციები:რეკომენდებული დოზაა 100 მგ (1 ტაბლეტი). 3-4-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. გულისრევის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან ნიტროფურანტოინის მიღება შეწყდეს.
საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა: რეკომენდებული დოზაა 100 მგ (1 ტაბლეტი) ძილის წინ.
ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციეტები, ხადაზმული პაციენტები:
ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციეტებში და ხადაზმული პაციენტებში დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, მედიკამენტის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). პრეპარატი უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებსთვის (კრეატინინის კლირენსით 45 მლ/წთ-ზე ქვემოთ) (იხ. „არ მიიღოთ ფურადონინი“).
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საშარდე გზების მწვავე გაურთულებელი ინფექციების შემთხვევაში შეიძლება ზრდასრულებისთვის დაწესებული დოზების გამოყენება.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფურადონინის 100 მგ ტაბლეტების გამოყენება არ არის დასაშვები თითო აბში ნიტროფურანტოინის რაოდენობიდან გამომდინარე. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებულია შესაფერისი დოზირებული ფორმა, რომლის ერთეული დოზა უფრო მცირე რაოდენობით ნიტროფურანტოინს შეიცავს:
თუ მიგაჩნიათ, რომ მედიკამენტის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
საჭიროზე დიდი რაოდენობით ფურადონინის მიღების შემთხვევაში:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფურადონინის მიღება:
შემდეგი დოზის მიღების დროს მიიღეთ რეგულარული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფურადონინის მიღებას:
არ შეწყვიტოთ მკურნალობა დანიშნული კურსის დასრულებამდე. ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
შენახვა:
არ შეინახოთ 25°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავისივე შეფუთვაში, სინათლისა და ტენისგან დაცვის მიზნით.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.