ესტრაკლინი გელი 0.6მგ/1გ 80გრ ტუბი #1

ესტრაკლინი გელი 0.6მგ/1გ 80გრ ტუბი #1

ესპანეთი

სეიდ. ს.ა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ესტრაკლინი 0,6 მგ/გ გელი

რა არის ესტრაკლინი და რისთვის გამოიყენება
ესტრაკლინი ნაჩვენებია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიისთვის(HRT) შემდეგ შემთხვევებში:
- ბუნებრივი ან ქირურგიულად პროვოცირებული მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობა, მაგ.
„ალები“, ღამის ოფლიანობა, უროგენიტალური დარღვევა (ატროფიული ვულვოვაგინიტი).
- ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა (ძვლის მასის დაკარგვა) მომავალი მოტეხილობების მაღალი
რისკის მქონე ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ამ მდგომარეობისთვის არსებული სხვა
მედიკამენტების გამოყენება. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ყველა არსებული მკურნალობის შესახებ.
ესტრაკლინი არ გამოიყენება გულის დაავადების პროფილაქტიკისთვის და კოგნიტური ფუნქციის
გასაუმჯობესებლად.
ესტრაკლინი არ არის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება და არ აღადგენს ნაყოფიერებას.
როგორ გამოიყენება ესტრაკლინი
გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ
დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა უნდა დადგინდეს თითოეული პაციენტისთვის სისხლში ჰორმონის დონის მიხედვით.
დღიური დოზა ცვალებადია (ინდივიდუალურ საფუძველზე) და აუცილებელია სამედიცინო
დანიშნულების დაცვა.
საშუალო დოზა შეადგენს 2,5 გ გელს/დღეში, ანუ აპლიკატორის ერთი 2,5 გ-იანი დოზა დღეში, 21-
31 დღის განმავლობაში, თვეში.ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ სხვა დოზები თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით.
ინტაქტური საშვილოსნოს მქონე პაციენტებში, სამედიცინო დანიშნულებით, ესტროგენით
მკურნალობას უნდა დაემატოს პროგესტოგენის თანმიმდევრული მიღება, ესტრაკლინით
მკურნალობის ბოლო 12 დღის განმავლობაში მაინც.
დოზირება შეიძლება იყოს ციკლური, თუ ესტროგენის დოზა მიიღება ციკლურად დასვენების
პერიოდით, ჩვეულებრივ 21 დღიანი მკურნალობა და 7 დღიანი დასვენება. პროგესტოგენი
ჩვეულებრივ ემატება ციკლს, 12 ან 14 დღის განმავლობაში.
დოზირება შეიძლება იყოს თანმიმდევრული და უწყვეტი, თუ ესტროგენი მუდმივად გამოიყენება.
პროგესტოგენი ჩვეულებრივ ემატება 28 დღიანი ციკლის მინიმუმ 12-14 დღის განმავლობაში,
თანმიმდევრულად.
დოზირება შეიძლება იყოს უწყვეტი და კომბინირებული, თუ ესტროგენი და პროგესტოგენი
მიიღება ყოველდღიურად დასვენების პერიოდის გარეშე.
ეს ციკლი მეორდება თანმიმდევრულად რამდენიმე თვის განმავლობაში, სამედიცინო
დანიშნულების მიხედვით. ვინაიდან ეს არის ჩანაცვლებითი მკურნალობა, ჩვეულებრივ, მოიცავს
ხანგრძლივ პერიოდს.
ესტრაკლინის დატანა უნდა მოხდეს თავად პაციენტის მიერ დილით ან ღამით.
როგორ გამოიყენება ტუბი და დოზირებისთვის განკუთვნილი აპლიკატორი:
გელი სასურველია წაისვათ დღეში ერთხელ, ყოველთვის დღის ერთსა და იმავე დროს და დაბანის
შემდეგ (კანი უნდა იყოს სუფთა, მშრალი და ჭრილობების ან კანის სხვა დაზიანებების გარეშე).
2,5 გ დღიური დოზის გასაზომად:
- აპლიკატორი მოათვსეთ ტუბში.
- მოუჭირეთ ტუბს, რომ აპლიკატორი გელით შეივსოს და დგუში გააჩერეთ 2,5 გ ნიშნულზე.
- ამოიღეთ აპლიკატორი ტუბიდან და დაიტანეთ გელი კანზე.
- ყოველი წასმის შემდეგ გამოიღეთ დგუში კანულადან და გარეცხეთ.
ამ დოზირებით, ერთი 80 გ-იანი ტუბი შეიცავს აპლიკატორის დაახლოებით 25 დოზას.
გამოყენების მეთოდი:
წაისვით გელი კანის დიდ ფართობზე, მის შესაწოვად საჭიროა დაახლოებით 2 წუთი. არ საჭიროებს შეზელვას. ჩაცმამდე დაელოდეთ გაშრობას. ესტრაკლინს არ აქვს სუნი და არ ტოვებს ლაქებს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სეიდ. ს.ა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ესტრადიოლი
დოზა
0.6მგ/1გ
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
80გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი