დუფასტონი 10 მგ ფარმადეპოში. ეფექტური საშუალება ჰორმონალური რეგულაციისთვის და სხვა სამედიცინო საჭიროებების მხარდაჭერისთვის.
დიდროგესტერონი
პროგესტაგენი; ნატურალური პროგესტერონის ანალოგი
ციკლის ლუთეინური ფაზის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობები:
დისმენორეა, მენორაგია, მეორადი ამენორეა;
ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენთან კომბინაციაში;
კონტრაცეფცია (ინდივიდუალურად ან ესტროგენთან კომბინაციაში);
ენდომეტრიო;
ჰირსუტიზმის ზოგიერთი ფორმა;
ენდომეტრიუმის მეტასტაზური სიმსივნის პალიატიური მკურნალობა; მკერდის და თირკმლის სიმსივნე;
ბუნებრივი პროგესტერონი გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს და ასევე ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს.
ხშირ შემთხვევებში ინიშნება 10-20 მგ დღეში, დოზირება ძირითადად დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასა და პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე. გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. უკუჩვენებები: * უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა.
* არტერიული ჰიპერტენზია.
* ღვიძლის უკმარისობა.
* გამოყენება როგორც ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი.
* მორეციდივე აბორტი.
* მკერდის ან სასქესო ორგანოების სიმსივნე (თუ არ არის დანიშნული როგორც პალიატიური თერაპია).
* ახლანდელი ან ძველი თრომბოფლებიტის და თრომბოემბოლიების შემთხვევები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების დროს. თუ პაციენტი მკურნალობის პერიოდში დაორსულდა, ან ორსულობისას შემთხვევით მიიღო გესტაგენური პროდუქტი, მაშინ საჭიროა მისი ინფორმირება ნაყოფთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შესახებ.
გესტაგენები გადის დედის რძეში და არ ინიშნება ძუძუთი კვების დროს. ბავშვებში: არ არის რეკომენდირებული. ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის გაცემა ხდება მხოლოდ ექიმის რეცეპტით