დიანე-35 დრაჟე 0.035მგ+2მგ  #21

დიანე-35 დრაჟე 0.035მგ+2მგ #21

გერმანია

ბაიერ ვეიმარი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Cyproteronum+Aethinyloestradiolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰორმონალური ორალური კონტრაცეპტივები

ჩვენება: კონტრაცეპცია ქალებში ანდროგენიზაციის მოვლენებით; ანდროგენდამოკიდებული ჰიპერანდროგენული დაავადებები ქალებში (მათ შორის იუვენილური ფერიმჭამელები თანმხლები სებორეით, ანთებითი მოვლენებით და კვანძების წარმოქმნით (Acne papulopustulosa, Acne nodulocystika); ანდროგენეტიკური ალოპეცია და ჰირსუტიზმის მსუბუქი ფორმები.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატს იღებენ პერორალურად ერთხელ დღეში. დრაჟეს იღებენ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. მიღების დროს არა აქვს მნიშვნელობა, თუმცა იგი უნდა წარმოებდეს ერთსა და იმავე საათებში, უმჯობესია საუზმის ან ვახშმის შემდეგ. პრეპარატის მიღებას იწყებენ ციკლის I დღეს, რომლის დროსაც იყენებენ კვირის შესაბამისი დღის დრაჟეს კალენდარული შეფუთვიდან. პრეპარატის ყოველდღიურ მიღებას აწარმოებენ დრაჟეს გამოყენებით კალენდარული შეფუთვიდან თანმიმდევრულად ფოლგაზე აღნიშნული ისრის მიმართულებით, სანამ არ იქნება გამოყენებული ყველა დრაჟე. მთლიანად 21 დრაჟეს გამოყენების შემდეგ კალენდარული შეფუთვიდან პრეპარატის მიღება წყდება 7 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც ადგილი აქვს მენსტრუაციის მსგავს სისხლდენას. პრეპარატის მიღებიდან 28 დღის შემდეგ (21 დღე მისი გამოყენება და 7 დღე შესვენება) ანუ კვირის იმავე დღეს, როგორც მკურნალობის კურსის დასაწყისში, აგრძელებენ პრეპარატის მიღებას შემდეგი შეფუთვიდან. თუ პაციენტი ღებულობდა სხვა კონტრაცეპციულ საშუალებას, მაშინ პრეპარატის მიღება დაწყებულ უნდა იქნას წინამორბედი პრეპარატის ბოლო დრაჟეს მიღებიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არა უგვიანეს შემდგომი დღისა ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ (პრეპარატებისათვის, რომლებიც შეიცავენ 21 დრაჟეს), ხოლო შემდგომში ზემოთ აღწერილი სქემით. თუ პაციენტი ღებულობს წინამორბედ კონტრაცეპტივს ყოველდღიურად 28 დღის განმავლობაში, პრეპარატის მიღება საჭიროა დაწყებულ იქნას ბოლო არააქტიური დრაჟეს მიღების შემდეგ. თუ ქალმა გამოიყენა პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი (”მინი პილი”), პრეპარატიის მიღებაზე გადასვლა შესაძლებელია შესვენების გარეშე. კონტრაცეპტივების საინექციო ფორმების გამოყენებისას პრეპარატის გამოყენებას იწყებენ იმ დღეს, როდესაც უნდა იქნას გაკეთებული შემდეგი ინექცია. ყველა შემთხვევაში საჭიროა გამოყენებულ იქნას დამატებით კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. აბორტის შემდეგ ორსულობის I ტრიმესტრში პაციენტს შეუძლია დაიწყოს პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდის გამოყენება. მშობიარობის ან აბორტის შემდეგ ორსულობის II ტრიმესტრში პრეპარატის მიღება საჭიროა დაწყებულ იქნას 21-28-ე დღეს თუ იგი მიღებულ იქნება უფრო გვიან, მაშინ აუცილებელია დამატებით კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდის გამოყენება დრაჟეს გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში. თუ ქალს ჰქონდა სქესობრივი კავშირი პერიოდში მშობიარობას ან აბორტს და პრეპარატის მიღების დაწყებას შორის, თავდაპირველად უნდა გამოირიცხოს ორსულობა, ან იგი უნდა დაელოდოს პირველ მენსტრუაციას. თუ რაღაც მიზეზის გამო, პაციენტმა არ მიიღო დრაჟე ჩვეულებრივ დროს და დადგენილი დროის მომენტიდან გასულია 12 სთ-ზე ნაკლები, პრეპარატის კონტრაცეპციული მოქმედება კიდევ გრძელდება და საჭიროა გამოტოვებული დრაჟეს რაც შეიძლება სწრაფად მიღება, ხოლო შემდეგი დრაჟე საჭიროა მიღებულ იქნას დადგენილ დროს. ამგვარად დღეღამის განმავლობაში შესაძლებელია 2 დრაჟეს მიღება. როდესაც დადგენილი დროის მომენტიდან გასულია 12 სთ-ზე მეტი, საჭიროა დაუყოვნებლივ გამოტოვებული დრაჟეს მიღება, ხოლო შემდგომში კურსი გრძელდება ჩვეულებრისამებრ. ამასთან ერთად საჭიროა დამატებითი კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების გამოყენება შემდგომი 7 დღის განმავლობაში, ვინაიდან ამ დროს კლებულობს პრეპარატის კონტრაცეპციული ეფექტი. თუ შეფუთვაში დარჩა 7 დრაჟეზე ნაკლები, პრეპარატის მიღება შემდეგი შეფუთვიდან წარმოებს შეუსვენებლივ. დიანე 35-ის მიღება რეკომენდებულია გაგრძელდეს მინიმუმ დაავადების სიმპტომების გაქრობამდე და დამატებით 3-4 ციკლი სიმპტომების ნიველირების შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბაიერ ვეიმარი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ეთინილესტრადიოლი+ციპეროტერონი
დოზა
0.035მგ+2მგ
ფორმა
დრაჟე
რაოდენობა შეფუთვაში
21
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი