1 მლ შეიცავს - აქტიური ნივთიერებებს: 717 მგ ჰიდროლატს მიღებულს 7,5 მგ ღვიას Juníperus commúnis), 5,5 მგ მინდვრის შვიტას(Equisétum arvénse), 3,7 მგ იფნის (Fráxinus excélsior) ნარევისგან, 150 მგ დათვის ყურას ფოთლების მშრალი ექსტრაქტისგან, 36 მგ შტოშის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტისაგან; 100 მგ D-მანოზა; დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი; პოლიდექსტროზა; ნატრიუმის ბენზოატი; კალიუმის სორბატი; ლიმონის მჟავა; ძირტკბილას არომატიზატორი; გასუფთავებული წყალი.
გამოყენების რეკომენდაციები: საკვები დანამატის სახით კვებით რაციონში შარდგამომყოფი გზების ქვედა ნაწილის მწვავე და ქრონიკული ინფექციების ისეთი სიმპომების მოსახსნელად, როგორიცაა წვა შარდვისას, ხშირი შარდვა; შარდგამომყოფი გზების ქრონიკული ინფექციების პროფილაქტიკისთვის: ცისტიტი, ურეთრიტი ან პიელონეფრიტი, მათ შორის შარდკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებში; ქირურგიული ჩარევისა და ტრანსურეთრული დიაგნოსტიკური კვლევის(კათეტერიზაცია) შემდგომი საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის.
გამოყენების წესები და რეკომენდებული დღიური დოზა: 10 მლ 2 ჯერ დღეში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. არ გამოიყენოთ სრულფასოვანი, ბალანსირებული კვების ჩასანაცვლებლად! არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას!
შენახვის პირობები და სხვა ინფორმაცია: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. კვებითი დანამატი. არ მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს. არ შეიცავს გმო-ს.