• მოქმედი ნივთიერება (ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის მოქმედებას) არის მიკრონიზებული პროგესტერონი. თითო სუპოზიტორია შეიცავს 200 მგ ან 400 მგ მოქმედ ნივთიერებას. • დამხმარე ნივთიერება არის მყარი ცხიმი.
ციკლოგესტი შეიცავს მიკრონიზებულ პროგესტერონს, რომელიც წარმოადგენს ქალის ბუნებრივ სასქესო ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში. ციკლოგესტი არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს ორგანიზმში: - წინამენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, რომელიც ითვალისწინებს წინამენსტრუალურ დაძაბულობას და დეპრესიას. - მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ. - ქალებში, რომლებისთვისაც საჭიროა დამატებითი პროგესტერონი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) პროგრამით ჩატარებული თერაპიის პერიოდში. - მუცლის მოშლის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში. - მუცლის მოშლის რეციდივების მქონე ქალებში. - ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში.
გამოყენება: მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე.