ავოდარტი კაფსულა 0.5მგ  #30

ავოდარტი კაფსულა 0.5მგ #30

პოლონეთი

გლაქსოსმიტკლაინი

ავოდარტი კაფსულა 0.5მგ  გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს.

პროდუქტის შესახებ

ავოდარტი კაფსულა 0.5მგ

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება - დუტასტერიდი (Dutasteride)


ჩვენება:

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის ზომის შემცირების, შარდის გამოყოფის გაუმჯობესების მიზნით, შარდის მწვავე შეკავების განვითარების რისკისა და ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობის შესამცირებლად).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:

ზრდასრული (მათ შორის - ხანდაზმული) მამაკაცებისთვის რეკომენდებულია 500 მკგ-ის (1 კაფსულა) მიღება დღეში ერთხელ. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვებაზე. ეფექტი საკმაოდ მალე მიიღწევა, მაგრამ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6 თვე, რათა ობიექტურად შეფასდეს პრეპარატის ზემოქმედება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დოზის შეცვლა არ არის საჭირო (რადგან 500 მკგ/დღ დოზით მიღებისას შარდით 0,1%-ზე ნაკლები გამოიყოფა). ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში პრეპარატი დიდი სიფრთხილით უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან დუტასტერიდი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში, მისი T1/2 კი შეადეგენს 3-5-დღეს.

გვერდითი მოვლენები:

სასქესო სისტემის მხრივ - ერექციული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, ეაკულაციის დარღვევა, გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება და ტკივილი);
ალერგიული რეაქცია - ცალკეულ შემთხვევებში გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ლოკალური შეშუპება.

უკუჩვენება:

დუტასტერიდისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
5 ალფა-რედუქტაზის სხვა ინჰიბიტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
უკუნაჩვენებია ქალებისა და ბავშვებისთვის.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გლაქსოსმიტკლაინი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
დუტასტერიდი
დოზა
0.5მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი