სიმალგელი სუსპენზია ორალური 250მლ ფლაკონი #1
სიმალგელი სუსპენზია ორალური 250მლ ფლაკონი #1

სიმალგელი სუსპენზია ორალური 250მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Algedrate+Magnesium hydroxide+Simethicon
წამლის ფორმა:
სუსპენზია შიგნით მისაღებად

შემადგენლობა:
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს:
ალუმინის ჰიდროქსიდის მშრალი გელი – 405 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი – 100 მგ
სიმეტიკონი – 125 მგ
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმნის მჟავა, ბაღის პიტნის ზეთი, მანიტოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის საქარინატი, სორბიტის 70%-იანი ხსნარი, 95%-იანი ეთანოლი, გაწმენდილი წყალი.

აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ფერის სუსპენზიას, სასიამოვნო გემოთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტაციდური კომბინირებული პრეპარატი ალუმინისა და მაგნიუმის ოპტიმალური თანაფარდობით და მეტეორიზმის საწინააღმდეგო (გაზგამყვანი) კომპონენტით.

ჩვენებები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები მომატებული და ნორმალური სეკრეტორული ფუნქციით, მეტეორიზმით (ნაწლავებში აირების მომატებული წარმოქმნა):
დისპეფსია (დისკომფორტი და/ან ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა);
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- მწვავე გასტრიტი, ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში;
- ქრონიკული ზედაპირული გასტრიტი, ქრონიკული ატროფიული გასტრიტი;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია; პეპტიური წყლული; დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
- რეფლუქს-ეზოფაგიტი, დუოდენო-გასტრალური რეფლუქსი;
- ტოქსიური გასტროენტერიტი და კოლიტი;
- ქრონიკული ქოლეცისტიტი;
- პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი;
- ნაღველკენჭოვანი დაავადება (ქოლელითიაზი);
- ქრონიკული პანკრეატიტი (მათ შორის, ალკოჰოლური ეტიოლოგიის).
სიმალგელი აგრეთვე გამოიყენება არასწორი კვებით, ალკოჰოლის, ყავის და ნიკოტინის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დისპეპსიისას.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, 10 წლამდე ასაკი.

სიფრთხილით გამოიყენება:
ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში, ალკოჰოლიზმის და ეპილეფსიის დროს, ორსულებში.

გაფრთხილება:
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ სუსპენზია!
რეკომენდებული არ არის დღეში პრეპარატის 60 მლ-ზე მეტის მიღება. ინტერვალი სიმალგელისა და სხვა პრეპარატების მიღებებს შორის 1-2 საათს უნდა შეადგენდეს. სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში _ მკურნალი ექიმის დაკვირვების ქვეშ. პრეპარატის ხანგრძლივი მიღების დროს რეკომენდებულია ორგანიზმის ფოსფორით მდიდარი საკვებით უზრუნველყოფა.

მიღების წესი და დოზირება:
სუსპენზია შიგნით მისაღებად.
მოზრდილებში სიმალგელს ნიშნავენ 10 მლ-ს 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ. პრეპარატის განზავების თავიდან აცილების მიზნით, სასურველი არ არის პრეპარატის მიღების შემდეგ ნახევარი საათის მანძილზე რაიმე სითხის მიღება. კუჭის ლორწოვან გარსზე პრეპარატის უკეთ გადანაწილებისთვის, სიმალგელის მიღების შემდეგ რეკომენდებულია წამოწოლა და რამდენჯერმე, ყოველ 2 წუთში გვერდის შეცვლა.
რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს პრეპარატი მიიღება ჭამიდან ხანმოკლე პერიოდში.
ეპიზოდური მიღებისას (დისკომფორტი, გამოწვეული არასწორი კვებით) გამოიყენება 10 მლ ერთჯერადად.
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დოზირებას ადგენს მკურნალი ექიმი (ჩვეულებრივ, ინიშნება მოზრდილთათვის განკუთვნილი დოზის 1/2).

უერთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
სიმალგელის დანიშვნა იზონიაზიდთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ქინიდინთან, ინდომეტაცინთან, ფუროსემიდთან, ბარბიტურატებთან და დიგოქსინთან ერთად იწვევს პრეპარატის თერაპიული ეფექტის შესუსტებას.

გვერდითი მოვლენები:
თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევების დროს შესაძლოა სისხლში ალუმინისა და მაგნიუმის კონცენტრაციის მომატება. ხანდაზმულ პაციენტთა შემთხვევაში შესაძლოა ძვლისა და სახსრების დაავადების გამწვავება. იშვიათ შემთხვევებში–გემოს შეგრძნების მოშლა, გულისრევა, ალერგიული რეაქციები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ალუმინის ჰიდროქსიდი+მაგნიუმის ჰიდროქსიდი+სიმეტიკონი
ფორმა
სუსპენზია ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
250მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი