სენადე - RIV ტაბლეტი #60

სენადე - RIV ტაბლეტი #60

ინდოეთი

რივპრა ფორმულეიშენი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
სენადე-RIV

შემადგენლობა:
თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
სენას ფოთლების ექსტრაქტი BP 13.5 მგ
ჰიდროქსიანტრაცენის გლიკოზიდების ექვივალენტური
(გაანგარიშებულია როგორც სენოზიდი B)
დამხმარე ნივთიერებები: საჭ. რაოდ.

ჩვენებები:
ყაბზობის ხანმოკლე პერიოდით შემსუბუქება.

დოზირება და მიღების წესი:
მიიღება პერორალურად.
მოზრდილები, ხანდაზმულები და >12 წლის ბავშვები: 1 ტაბლეტი ძილის წინ.
უფრო მაღალი დოზა შეიძლება დაინიშნოს ექიმის მიერ. ჰიდროქსიანტრაცენის გლიკოზიდების მაქსიმალური დღიური დოზა არის 30 მგ.
ჩვეულებრივ საკმარისია აღნიშნული პრეპარატის კვირაში დაახლოებით 2-3-ჯერ მიღება.
12 წლამდე ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
მკურნალობის ხანგრძლივობა
7 დღეზე ხანგრძლივად მიღებისას საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობა
რეკომენდებული დოზების მიღებისას ორსულობის პერიოდში და ნაყოფზე არასასურველი ან საზიანო ეფექტების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. რამდენიმე ანტრანოიდის (მაგ: ემოდინი და ალოე-ემოდინი) გენოტოქსიკური რისკის ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით ორსულობის პერიოდში პრეპარატი მიღება არ არის რეკომენდებული.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან დედის რძეში მეტაბოლიტების გამოყოფის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. აქტიური მეტაბოლიტების (რეინი) მცირე რაოდენობა ხვდება დედის რძეში. საფაღარათო ეფექტი ძუძუზე მყოფ ჩვილებში არ დაფიქსირებულა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რივპრა ფორმულეიშენი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
სინამაქის ფოთოლი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი