საერთაშორისო დასახელება:
Pantoprazole (პანტოპრაზოლი)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
- პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატი (Pantoprazole Sodium).
ჩვენებები:
გამოიყენება:
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებების დროს;
- რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და კუჭის მომატებულ სეკრეციასთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობებისას;
- Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის (ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან კომბინაციაში).
მიღების წესი და დოზირება:
- საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში;
- მაქსიმალური სადღეღამისო დოზა — 80 მგ;
- მიიღება უზმოზე ან საუზმის დროს;
- ორჯერადი მიღების შემთხვევაში მეორე დოზა მიიღება ვახშმის წინ;
- მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე და ჩვეულებრივ არ აღემატება 8 კვირას.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია:
- დიარეა;
- გულისრევა;
- ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
- მეტეორიზმი;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- კანის გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია;
- იშვიათად ანაფილაქსური რეაქციები;
- მიალგია, სისუსტე;
- მხედველობის დარღვევა;
- ძალიან იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება:
- პანტოპრაზოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას;
- ნევროტული გენეზის დისპეფსიის დროს;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებების დროს;
- 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისა და ჩვილისთვის შესაძლო რისკს.
ლაქტაციის დროს საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები:
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს;
- თირკმლის ფუნქციის დარღვევისას — 40 მგ-ს;
- ხანდაზმულ პაციენტებში — 40 მგ-ს.
პედიატრიულ პრაქტიკაში პანტოპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
მკურნალობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ რეკომენდებულია ენდოსკოპიური კონტროლი ავთვისებიანი დაავადებების გამოსარიცხად, რადგან პრეპარატმა შესაძლოა დაფაროს მათი სიმპტომები.
პანტოპრაზოლმა შესაძლოა შეცვალოს იმ პრეპარატების შეწოვის ხარისხი, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის pH-ზე.