პანტოპრა 40მგ – პანტოპრაზოლის ტაბლეტი გულძმარვასა და კუჭის მჟავიანობაზე. 28 ტაბლეტი, ფარმადეპოში.
პანტოპრაზოლი
პანტოპრა 40 მგ
გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
პრეპარატი პანტოპრაზოლ ნატრიუმი (Pantoprazole Sodium) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს.
საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 80 მგ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას.
მიიღება უზმოზე ან საუზმის დროს. ორჯერადი მიღებისას მეორე დოზა მიიღება ვახშმის წინ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მეტეორიზმი.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად — გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია, ანაფილაქსური რეაქციები.
სხვადასხვა: მიალგია, სისუსტე, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, ძალიან იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ფოტოსენსიბილიზაცია.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პანტოპრაზოლი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის.
ლაქტაციის დროს უნდა შეწყდეს ჩვილის ძუძუთი კვება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
ხანდაზმულ პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 40 მგ-ს.
პედიატრიულ პრაქტიკაში პანტოპრაზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.
მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ენდოსკოპური კონტროლის ჩატარება კუჭ-ნაწლავის სისტემის ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად, ვინაიდან პანტოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება დაფაროს ავთვისებიანი დაავადებების სიმპტომატიკა და ხელი შეუშალოს სწორი დიაგნოზის დასმას.
ერთდროული მიღებისას პანტოპრაზოლმა შეიძლება შეცვალოს იმ პრეპარატების შეწოვის ხარისხი, რომელთა ბიოათვისებადობა დამოკიდებულია კუჭის pH-ზე.