ფლაკონის შემცველობა: გასუფთავებული წყალი, ფრუქტოზა, აკაციის თაფლი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები (6,1%), დამჟანგავი აგენტები: ნატრიუმის ლაქტატი, ლიმონმჟავა. კონსერვანტები: კალიუმის სორბიტი. ჩვენებები • დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში • საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი • ციტოსტატიკებით, ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს განვითარებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა • მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები და კოლიტები • დიარეა ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია კვების რეჟიმის და საკვების შემადგენლობის შეცვლით • ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია
მიღების წესები და დოზები • ბავშვებში 0-დან 12 წლამდე - 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში • ბავშვებში 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში 1-2 ფლაკონი 1-ჯერ დღეში ლივიფლორის გამოყენება რეკომენდებულია დილით უზმოდ ან ჭამათა შორის შუალედში. გამოყენებამდე ფლაკონის სახურავი უნდა მობრუნდეს საათის ისრის მიმართულებით, რომლის დროსაც სახურავში მოთავსებული კაფსულის შიგთავსი ერევა ფლაკონის შიგთავსს, ამის შემდეგ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს და შიგთავსი მიიღება per os.
განსაკუთრებული მითითებები შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.