კოლერინი კაფსულა 250მგ #10

კოლერინი კაფსულა 250მგ #10

გერმანია

იდი ფარმა ველტი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 250 მგ Saccharomyces boulardii. დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა, მონო- და დიგლიცერიდის ცხიმოვანი მჟავები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ჩვენებები: სხვადასხვა წარმოშობის ფაღარათი, გამოწვეული კვების დარღვევებით, ანტიბიოტიკოთერაპიით, სხვადასხვა პათოგენებით, როგორიცაა ქიმიური, ვირუსული, ბაქტერიული.

დოზირება და მიღების წესი: ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში, მცირე ოდენობით სითხის მიყოლებით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. 0-1 წლის ბავშვები: ნახევარი კაფსულა 2-ჯერ დღეში. 1-3 წლის ბავშვები: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. 3 წლიდან ბავშვები და მოზრდილები: 1-2 კაფსულა ორჯერ დღეში. მცირე ასაკის ბავშვებსა და გაძნელებული ყლაპვის მქონე პაციენტებში დასაშვებია კაფსულის შიგთავსის გახსნა მცირე ოდენობით ცივ ან ოდნავ თბილ წვენში ან საჭმელში. არ შეიძლება ცხელი ან ალკოჰოლური სასმელით კოლერინის მიღება. მწვავე ფაღარათის მკურნალობისას კოლერინთან ერთად აუცილებელის სითხის მიღება.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გამოვლინება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები: მწვავე ფაღარათის კოლერინით მკურნალობის ფონზე თუ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, ტემპერატურის მომატების ან ფეკალურ მასაში სისხლიანი ლორწოს აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #10 კოლერინის კაფსულა.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25C ტემპერატურის პირობებში, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იდი ფარმა ველტი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ცოცხალი ლიოფილიზირებული საფუარის კულტურა+D-მანოზა
დოზა
250მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი