პროდუქტის შესახებ
ენტეროლი 250 ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: საფუარა Saccharomyces boulardii CNCM I 745 (ლიოფილიზებული უჯრედები) 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქოზის მონოჰიდრატი, ფრუქტოზა, გაუწყლოებული კოლოიდური სილიციუმი, „ტუტი-ფრუტი“ არომატი (არომატის სუბსტანცია, მალტოდექსტრინი (სიმინდის), სორბიტოლის სიროფი E420, გუმიარაბიკი/აკაციის გუმფისი E414, ბუთილირებული ჰიდროქსიანისოლი E320, მეთილეუგენოლი, საფროლი).
გამოყენება:
Saccharomyces boulardii CNCM I 745 პრობიოტიკია, რაც ნიშნავს რომ ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმია.
ნაწლავური ფლორა შედგება მილიარდობით მიკროორგანიზმისგან. მისი ბალანსი საჭიროა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (სმტ) ზოგიერთი ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შენარჩუნებისთვის, როგორიცაა საჭმლის გადამუშავება, ინფექციური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლა, იმუნური დაცვის სტიმულაცია და გაძლიერება.
თუმცა ეს წონასწორობა სუსტია და შეიძლება დაირღვეს მრავალი ფაქტორით, როგორიცაა ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები, ზოგიერთი პრეპარატით, მაგალითად, ანტიბიოტიკებით მკურნალობა; კვებითი ჩვევების ცვლილება, რომელმაც შეიძლება გამოწვიოს საჭმლის მონელების სხვადასხვა პრობლემები, როგორიცაა დიარეა.
ენტეროლი 250, ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის ნაწლავური ფლორის ე.წ. “ჩამნაცვლებელი ფლორა” პრეპარატია, რომელიც იძლევა ნაწლავური ფლორის გარდამავალი დისბალანსის კომპენსირების საშუალებას.
ჩვენება:
- მწვავე დიარეული ინფექცია ბავშვებში და ზრდასრულ პაციენტებში;
- მწვავე და ქრონიკული ენტერიტები და ენტეროკოლიტები;
- ანტიბიოტიკით გამოწვეული დიარეის მკურნალობა და პრევენცია;ვანკომიცინი/მეტრონიდაზოლი მკურნალობის დანამატის სახით Clostridium difficile დაავადებების რეციდივების პროფილაქტიკა;
- ნაწლავური დისბაქტერიოზი;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- ზონდით ხანგრძლივ კვებასთან დაკავშირებული დიარეა.
უკუჩვენება:
ენტეროლი 250 ფხვნილი, ორალური სუსპენზიისთვის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია Saccharomyces boulardii CNCM I 745 ან პრეპარტის სხვა რომელიმე ინგერდიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
- ცენტრალური ვენური კათეტერიზაციისას (იხილეთ სიფრთხილის ზომები);
- დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ან ჰოსპიტალიზებული პაციენტები (სერიოზული დაავადებით ან შეცვლილი/დასუსტებული იმუნური სისტემით).
ორსულობა და ლაქტაცია:
საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო მოცემული პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. გამოყენების ნორმალურ პირობებში, შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმვათ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება:
ახალშობილები: არა უმეტეს 1 პაკეტი დღეში, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები: 1 პაკეტი 1-2-ჯერ დღეში.
მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 პაკეტი 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის რეკომენდებული პერიოდი:
• მწვავე დიარეის მკურნალობა: 3-5 დღე.
• დისბაქტერიოზის, ქრონიკული დიარეის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა: 10-14 დღე.
• ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეის და ფსევდომემბრანული კოლიტის პრევენცია და მკურნალობა:
ენტეროლი 250, ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის მიიღება ანტიბიოტიკებთან ერთად დღეში 2 პაკეტი, ანტიბიოტიკების პირველი მიღებიდან მოყოლებული.
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია თანდართულ ინფორმაციაში ან როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.
გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ.
მიღების წესი და გზა:
ორალური
ჩაყარეთ პაკეტის შემცველობა მცირე რაოდენობა წყალში ან ტკბილ სასმელში, მოურიეთ და დალიეთ. ფხნილის შერევა ასევე შეიძლება საჭმელში. არ ჩაყაროთ ან არ შეურიოთ ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ ხსნარებში ან საჭმელში ან უალკოჰოლო სასმელებში.
შენახვის წესი:
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
116223
ჯენერიკი
ცოცხალი ლიოფილიზირებული საფუარის კულტურა+D-მანოზა
ფორმა
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად