ისმი-კიდი წვეთები ორალური 10მლ ფლაკონი #1
ისმი-კიდი წვეთები ორალური 10მლ ფლაკონი #1

ისმი-კიდი წვეთები ორალური 10მლ ფლაკონი #1

იტალია

სიიტ ჰფს
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
ერთი მილილიტრი შეიცავს:
Lactobacillus Rhamnosus LB21 - 1,8 მილიარდი CFU;
Streptococcus Oralis 89A - 0,2 მილიარდი CFU;
Vitamin D3 - 2,5 მკგ (100 UI);
Folic acid - 100 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, მალტოდექსტრინი, მზესუმზირის ზეთი, ტოკოფეროლის აცეტატი.
ცნობილია, რომ სხვადასხვა ტიპის პრობიოტიკულ ბაქტერიებს ახასიათებთ ანტაგონისტური მოქმედემა იმ პათოგენური ბაქტერიების მიმართ, რომლებიც კოლონიზდებიან ჩვენი ორგანიზმის გარკვეულ უბნებში. კერძოდ დადგინდა, რომ ორო-ფარინგეალურ (პირ-ხახის) მიდამოში გაჩენილი პრობლემები და მათთან დაკავშირებული ჩივილები, როგორიცაა ოტიტი, ფარინგიტი ან ლარინგო-ტონზილიტი, ვითარდება სხეულის ამ უბანში განსხვავებული პათოგენური შემადგენლობის მიკროფლორის მიმართ ბაქტერიების მნიშვნელოვანი დისბალანსის შედეგად.

ჩვენება
ისმი-კიდის შემადგენლებაში შერჩეულია პრობიოტიკული ბაქტერიების, კერძოდ კი Lactobacillus Rhamnosus LB21 da Streptococcus Oralis 89A-ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც საკმარისია პირ-ხახის მიდამოში გამღიზიანებლის გავრცელების შეზღუდვისათვის.
აღნიშნული ორი შტამის მოქმედების დადებითი ეფექტი დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით, რის შედეგად ორო-ფარინგეალურ მიდამოში მცირდება პათოგენური ბაქტერიების რაოდენობა ოტიტითა და ტონზილიტით დაავადებულ პაციენტებში. ნებისმიერი პათოგენური ბაქტერიების მიმართ ბარიერული მოქმედების გარდა, ისმი-კიდი აძლიერებს პირ-ხახის იმუნურ სისტემას, რაც იწვევს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების ინდუცირებასა და პათოგენების უარყოფითი მოქმედების შემცირებას.

დოზირება
16 წვეთი (1 მლ) დღეში განაწილებული ორ მიღებაზე: 8 წვეთი 0,5 მლ) დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს.
ისმი-კიდი ინიშნება 10 დღის მანძილზე უწყვეტად, მომდევნო 20 დღიანი ინტერვალის დაცვით. ისმი-კიდის კურსი მოიცავს სულ 3 თვეს.

უკუჩვენება
არ გამოიყენოთ ისმი-კიდი, თუ აღინიშნება რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა. ისმი-კიდის გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
შენახვის პირობები
შეინახეთ სიცხისგან, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ ფლაკონი შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ 15 დღის მანძილზე. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სიიტ ჰფს
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ლაქტობაქტერიები+სტრეპტოკოკები+ვიტ დ-3+ფოლის მჟავა
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი