დასახელება
იმომედი® 2 მგ, 10 ტაბლეტი
აღწერა
იმომედი არის დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება:
- მწვავე დიარეის (აშლილობის) მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის;
- ქრონიკული (გახანგრძლივებული) დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის;
- ნაწლავის ნაწილის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ განვითარებული დიარეის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
მწვავე დიარეა
- საწყისი დოზა: 2 ტაბლეტი (4 მგ).
- შემდგომ: 1 ტაბლეტი (2 მგ) ყოველი თხიერი განავლის შემდეგ.
- მაქსიმალური დღიური დოზა: 8 ტაბლეტი (16 მგ).
თუ განავალი ნორმალიზდება ან 24 საათის განმავლობაში დიარეა აღარ აღინიშნება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ქრონიკული დიარეა
- საწყისი დოზა რეგულირდება ინდივიდუალურად, დღეში 1–2 ნორმალური განავლის მიღწევამდე.
- ჩვეულებრივი დოზა: 1–6 ტაბლეტი (2–12 მგ) დღეში.
ბავშვები და მოზარდები
დოზა უნდა შეესაბამებოდეს სხეულის მასას (3 ტაბლეტი ყოველ 20 კგ-ზე).
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
- საწყისი დოზა: 1 ტაბლეტი (2 მგ).
- შემდგომ: 1 ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ.
- ქრონიკული დიარეის დროს: 1 ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ.
- მაქსიმალური დღიური დოზა: 4 ტაბლეტი (8 მგ).
9–12 წლის ბავშვები
- საწყისი დოზა: 1 ტაბლეტი (2 მგ).
- შემდგომ: 1 ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ.
- მაქსიმალური დღიური დოზა: 3 ტაბლეტი (6 მგ).
- ქრონიკული დიარეის დროს: 1 ტაბლეტი ყოველი განავლის შემდეგ, მაქსიმუმ 3 ტაბლეტი (6 მგ) დღეში.
6–8 წლის ბავშვები
- საწყისი დოზა: 1 ტაბლეტი (2 მგ).
- შემდგომ: 1 ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ.
- მაქსიმალური დღიური დოზა: 3 ტაბლეტი (6 მგ).
- ქრონიკული დიარეის დროს: 1 ტაბლეტი ყოველი განავლის შემდეგ, მაქსიმუმ 2 ტაბლეტი (4 მგ) დღეში.
გამოყენების წესი
- ტაბლეტები მიიღეთ დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
- მწვავე დიარეის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 დღეს.
- თუ დიარეა 2 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
- ქრონიკული დიარეის დროს მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზას განსაზღვრავს ექიმი.
შენახვის პირობები
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.