ჰეპასტრონგ ამინო კაფსულა #30

ჰეპასტრონგ ამინო კაფსულა #30

ლატვია

სოლეფარმა
პროდუქტის შესახებ
ჰეპასთრონგ ამინო 30 კაფსულა

ამინომჟავების ფორმულა ღვიძლის ფუნქციონირებისათვის.
შარდოვანას ციკლში მონაწილე 4 ამინომჟავის კომპლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას აზოტის ექსკრეციის გაუმჯობესების გზით; არეგულირებს ლიპიდებისა და ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმს; ხელს უშლის სტეატოზს; ავლენს ჰეპატოციტების ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; აძლიერებს რეგენერაციას.
შემადგენლობა

რეკომენდებული დღიური დოზა 1 კაფსულა შეცავს
L-ორნითინის ჰიდროქლორიდი 250მგ
ქოლინის ბიტარტრატი (ქოლინი 41,3%) 200მგ (ქოლინი 82,6მგ)
L-მეთიონინი 25მგ
L-არგინინის ჰიდროქლორიდი 25მგ

შემადგენლობა: მყარი ჟელატინის კაფსულების შემადგენლობაში შედის: L-ორნითინის ჰიდროქლორიდი, ქოლინის ბიტარტრატი, L-მეთიონინი, L-არგინინის ჰიდროქლორიდი, მაგნიუმის სტეარატი (შეწებების საწინააღმდეგო აგენტი), ინულინი (ბოჭკო).

გამოყენება: ჰეპასთრონგ ამინო გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული დისფუნქციის დროს, ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ალკოჰოლის მოხმარების, მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების, დაუბალანსებელი კვების, ქიმიკატებთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში. ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება; ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება; ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია; ღვიძლის ტოქსიური დაზიანება; მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი; პრე-და პოსტ-ოპერაციული მხარდაჭერა; ქიმიო-და რადიოთერაპიის შემდგომი მხარდაჭერა.

გამოყენების წესი და დოზირება: ჰეპასთრონგ ამინო მიიღება 1 კაფსულა ერთხელ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა ექიმის რეკომენდაციით. ოპტიმალური შედეგისთვის რეკომენდებულია მინიმუმ 2 თვიანი კურსი. შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება 2-3-ჯერ წლის განმავლობაში.

გაფრთხილება: ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით; არ გამოიყენება დაბალანსებული კვების ჩანაცვლების მიზნით; არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის წესი: ინახება მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ, ორიგინალურ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მასა ნეტო 18,15გ.

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა.

მწარმოებელი სოლეფარმ ლტდ (Solepharm Ltd), ლატვია.

წარმომავლობა: ევროკავშირი.

www.solepharm.com
www.hepastrong.com
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოლეფარმა
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
ორნითინი+ქოლინი+მეთიონინი+არგინინი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი