ფოსფა-G-ის გააჩნია ანტაციდური ეფექტი, ავლენს შემამსუბუქებელ მოქმედებას გასტრიტის, გასტროდუოდენალური წყლულის, მომატებული მჟავიანობის დროს.
სუსპენზიის ერთი პაკეტი (15 მლ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 1.5 გ ალმაგატი;
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, სტევიონ 100-შ, სუკროზა, სორბიტოლი, გლიცერინი, სილიკონის ფისი, ქლორჰექსიდინის აცეტატი, ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.
ფოსფა-G-ის გააჩნია ანტაციდური ეფექტი, ავლენს შემამსუბუქებელ მოქმედებას შემდეგი დაავადებების დროს: გასტრიტი, გასტროდუოდენალური წყლული, მომატებული მჟავიანობა (გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია), გასტროეზოფაგალური რეფლუქსი.
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს ნაყოფზე ზემოქმედების რისკის გამო არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით გამოყენება.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის რეჟიმის შესარჩევად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიუხედავად იმისა, რომ ალუმინის და მაგნიუმის მცირე რაოდენობები გადადის დედის რძეში, მათი კონცენტრაცია არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩვილში გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ხანგრძლივად ან მაღალი დოზით.
არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ექიმი შეგირჩევთ დოზას და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას დაავადების, მისი სიმწვავისა და გამომწვევი მიზეზის შესაბამისად.
მოზრდილები: პერორალურად, 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში, საკვების ყოველი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
მძიმე ფორმის გასტრო-დუოდენალური წყლული: 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში, ძილის წინ ან საკვების ყოველი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 გ-ს.
ბავშვები (10-12 წელი): ზრდასრულებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარი.
დოზის გაზრდა და შემცირება შესაძლებელია ასაკისა და სიმპტომების გამოვლინების შესაბამისად.
გამოყენების წესი და მიღების გზა:
მიიღება პერორალურად. მიიღება შესაძლებელია უშუალოდ პაკეტიდან ან შესაძლებელია პაკეტის შიგთავსის წინასწარ გახსნა ნახევარ ჭიქა წყალში.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.