ენტეროჯერმინა ნაჩვენებია ნაწლავის ბაქტერიული ფლორის სხვადასხვა გენეზის ცვლილებებით, მაგ., ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიით განპირობებული ნაწლავური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი და ვიტამინების ნაკლებობა.
აქტიური ნივთიერებაა Bacillus Clausii-ს ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტული სპორები. ყოველი პაკეტი შეიცავს Bacillus Clausii-ს 6 მილიარდ ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტულ სპორებს.
სხვა კომპონენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ქსილიტოლი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის არომატიზატორი (შეიცავს ბუნებრივ არომატიზატორებს, მალტოდექსტრინს, აკაციის გუმფისს (E414), სორბიტოლს (E420), ბუტილჰიდროქსიანისოლს (E320)).
ენტეროჯერმინა გამოიყენება ზრდასრულ პაციენტებში:
ნაწლავის ბაქტერიული ფლორის სხვადასხვა გენეზის ცვლილებებით, მაგ., ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიით განპირობებული ნაწლავური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი და ვიტამინების ნაკლებობა.
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მოცემულ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის, ან მკურნალი ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილები: 1 პაკეტი დღეში.
შეგიძლიათ მიიღოთ ფხვნილი წყლის გარეშე და ნერწყვით გახსნათ პირის ღრუში. არ არის საჭირო ჭიქა წყლის დალევა ფხვნილის გადაყლაპვისთვის.
აღნიშნული პრეპარატი მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. არ გაიკეთოთ ინექცია, ან არ მიიღოთ რაიმე სხვა მეთოდით
ორსულობის შემთხვევაში, თუკი ვარაუდობთ, ან აპირებთ დაორსულებას, ან თუკი ძუძუთი კვებავთ ჩვილს, მოცემული პრეპარატის მიღებამდე ექიმთან, ან ფარმაცევტთან გაიარეთ კონსულტაცია.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მოცემული ეს პრეპარატი მიიღეთ საჭიროების შემთხვევაში და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
არ არსებობს მონაცემები ენტეროჯერმინას ადამიანის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ.
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. გამოიყენეთ მკურნალობის მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში.
მიმართეთ ექიმს დაავადების განმეორების ან მისი მახასიათებლების ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში.
ზედმეტი რაოდენობის ენტეროჯერმინას მიღების შემთხვევაში
ენტეროჯერმინას ზედმეტი რაოდენობის შემთხვევითი გადაყლაპვის/მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააფრთხილეთ ექიმი, ან მიმართეთ ახლომდებარე საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ენტეროჯერმინას მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.
სამკურნალო შედეგს პრეპარატის სწორი და რეგულარული მიღება იძლევა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.