თეზოლი ტაბლეტი 40მგ #20

თეზოლი ტაბლეტი 40მგ #20

საქართველო

ავერსი-რაციონალი

თეზოლი 40მგ გამოიყენება გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

პროდუქტის შესახებ

თეზოლი ტაბლეტი 40მგ

შემადგენლობა:

40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:44.50 მგ ეზომეპრაზოლის მაგნიუმის ტრიჰიდრატი, 40 მგ ეზომეპრაზოლის ეკვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მანიტოლი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, პოვიდონი, შემომგარსავი ნივთიერებები: DR COAT-ECS (დიეთილ ფტალატი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)), ერითროზინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)


ჩვენება:

მოზრდილები:
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადება:

  • ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა;
  • ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად;
  • გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადების სიმპტომური მკურნალობა.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (კომბინაციაში შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად Helicobacter pylori-ს ერადიკაციისთვის):

  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა.
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიკური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა.

პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აასს-ს:

  • აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება;
  • აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში.

ზოლინგერ - ელისონის სინდრომი.


მიღების წესი და დოზირება:

დოზირება.
მოზრდილები:
გასტრო-ეზოფაგურირეფლუქსდაავადება(გერდ).
ეროზიულირეფლუქს-ეზოფაგიტისმკურნალობა: 20 მგ დღეში ორჯერ 4 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია მკურნალობის დამატებითი 4 კვირიანი კურსი იმ შემთხვევებში, როდესაც პირველი კურსის შემდეგ არ ხდება ეზოფაგიტის განკურნება ან სიმპტომები გრძელდება.
ხანგრძლივიდამხმარემკურნალობაეროზიულირეფლუქს-ეზოფაგიტისშეხორცებისშემდეგრეციდივისპროფილაქტიკისთვის: 20 მგ დღეში ერთხელ.
გასტრო-ეზოფაგურირეფლუქსდაავადებისსიმპტომურიმკურნალობა: 20 მგ დღეში ერთხელ - პაციენტებში ეზოფაგიტის გარეშე. თუ 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, უნდა ჩატარდეს პაციენტის დამატებითი გამოკვლევა. სიმპტომების მოხსნის შემდეგ შეიძლება გადავიდნენ პრეპარატის საჭიროების დროს მიღების რეჟიმზე. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ აასს-ს და მიეკუთვნებიან კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკის ჯგუფს, აღნიშნული რეჟიმით მკურნალობა რეკომენდებული არ არის.
შესაბამისანტიბაქტერიულთერაპიულრეჟიმთანHelicobacter pylori-სერადიკაციისათვის.

  • Helicobacter pylori ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცება,
  • პეპტიკური წყლულების რეციდივის პროფილაქტიკა Helicobacter pylori ასოცირებული წყლულების მქონე პაციენტებში.

20 მგ თეზოლი 1 გ ამოქსიცილინთან და 500 მგ კლარითრომიცინთან ერთად, ყველა ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიცსაჭიროებენაასს-ითხანგრძლივმკურნალობას.
აასს თერაპიასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება: ჩვეულებრივი დოზაა 20 მგ თეზოლი დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობაა 4-8 კვირა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა, რომელიც ასოცირდება აასს თერაპიასთან რისკის ჯგუფის პაციენტებში: 20 მგ თეზოლი დღეში ერთხელ.
ზოლინგერ-ელისონისსინდრომისმკურნალობა.
რეკომენდებული საწყისი დოზაა 40 მგ თეზოლი დღეში ორჯერ. დოზის შერჩევა შემდგომში ხდება ინდივიდუალურად და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკური სურათის მიხედვით. არსებული კლინიკური მონაცემების საფუძველზე, პაციენტთა უმრავლესობის კონტროლი შესაძლებელია დოზებით 80–დან 160 მგ–მდე თეზოლით დღეში. 80 მგ-ზე მაღალი დღიური დოზა უნდა გაიყოს და დაინიშნოს ორჯერ დღეში.
განსაკუთრებულიპოპულაციები.
პედიატრიულიპოპულაცია.
მოზარდები 12 წლის ასაკიდან:
გასტრო-ეზოფაგურირეფლუქსურიდაავადება (გერდ):

  • ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა - 40 მგ დღეში ერთხელ 4 კვირისგანმავლობაში.
    დამატებითი 4 კვირიანი მკურნალობა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ეზოფაგიტი არ განიკურნა ან რომლებსაც აქვთ მუდმივი სიმპტომები.
  • განკურნებული ეზოფაგიტის მქონე პაციენტების გრძელვადიანი მართვა რეციდივის თავიდან ასაცილებლად - 20 მგ დღეში ერთხელ.
  • გასტრო-ეზოფაგურირეფლუქსდაავადებისსიმპტომურიმკურნალობა (გერდ).

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომური მკურნალობა ეზოფაგიტის გარეშე - 20 მგ დღეში ერთხელ. თუ სიმპტომების კონტროლი არ იქნა მიღწეული 4 კვირის შემდეგ, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შემდგომი გამოკვლევა. სიმპტომების გაქრობის შემდეგ, სიმპტომების შემდგომი კონტროლი შეიძლება მიღწეული იქნას 20 მგ თეზოლის დღეში ერთხელ მიღებით.
Helicobacter pylori- ითგამოწვეულითორმეტგოჯანაწლავისწყლულისმკურნალობა:
შესაბამისი კომბინირებული თერაპიის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ ნაციონალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ მითითებებს ბაქტერიული რეზისტენტობის, მკურნალობის ხანგრძლივობის (ყველაზე ხშირად 7 დღე, მაგრამ ზოგჯერ 14 დღემდე) და ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ. მკურნალობა უნდა გაკონტროლდეს სპეციალისტის მიერ.
დოზირების რეკომენდაციაა:
დოზირება 30 - 40 კგ წონისთვის:
კომბინაცია ორ ანტიბიოტიკთან: თეზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 750 მგ და კლარითრომიცინი 7.5 მგ/კგ სხეულის წონაზე, ერთდროულად დღეში ორჯერ, ერთი კვირის განმავლობაში.
> 40 კგ წონისთვის:
კომბინაცია ორ ანტიბიოტიკთან: თეზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ, ყველა ერთად ინიშნება დღეში ორჯერ, ერთი კვირის განმავლობაში.
12 წლამდე ასაკის ბავშვები:
თეზოლის გამოყენება არ შეიძლება 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში. შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ეზომეპრაზოლის უფრო შესაბამისი ფარმაცევტული ფორმები.
პაციენტებითირკმლისფუნქციისდარღვევით.
დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დარღვევით.პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით შეზღუდული გამოცდილების გამო ინიშნება სიფრთხილით.
პაციენტებიღვიძლისფუნქციისდარღვევით.
დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით. პაციენტებისთვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით, თეზოლის მაქსიმალური დოზა 20 მგ-ს არ უნდა აჭარბებდეს.
ხანდაზმულები.
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულებში.

მიღების წესი:
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხის დაყოლებით. ტაბლეტების დაღეჭვა და გატეხვა არ შეიძლება. პაციენტებისთვის, რომლებსაც ყლაპვა უჭირთ, ტაბლეტებს ხსნიან ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში დაშლამდე. სხვა სითხეების გამოყენება არ შეიძლება, რადგან მათ შეუძლიათ ნაწლავში ხსნადი გარსის დარღვევა. მოურიეთ ტაბლეტების დაშლამდე და დალიეთ სითხე გრანულებთან ერთად დაუყოვნებლივ ან 30 წუთის განმავლობაში. მოავლეთ ჭიქას ნახევარი ჭიქა წყალი და დალიეთ. დაუშვებელია გრანულების დაღეჭვა ან დაქუცმაცება. პაციენტებისთვის, რომლებსაც ყლაპვა არ შეუძლიათ, ტაბლეტებს ხსნიან ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში და შეჰყავთ კუჭის ზონდის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული შპრიცისა და ზონდის შესაბამისობა გულდასმით შემოწმდეს.


შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ესომეპრაზოლი
დოზა
40მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი