ტეტრაციკლინი მალამო თვალის 1% 10გრ ტუბი #1
ტეტრაციკლინი მალამო თვალის 1%  10გრ ტუბი #1

ტეტრაციკლინი მალამო თვალის 1% 10გრ ტუბი #1

უზბეკეთი

დენტაფილ პლუსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Tetracyclinum
შემადგენლობა
ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 100 გრამი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ტეტრაციკლინს - 1 გ-ს;
დამხმარე ნივთიერებებს: ლანოლინს უწყლოს - 40 გ-ს, თვალის სამედიცინო ვაზელინს - 100 გრამამდე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი
ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი. S01AA09

გამოყენების ჩვენება
თვალის ბაქტერიული და ქლამიდიური ინფექციების მკურნალობა: ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუქტივიტი, მეიბომიტი (ჯიბლიბო), ტრაქომა.

გამოყენების წესი და დოზირება
ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1% უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივად, მალამო უნდა დაიდოს ქვედა ქუთუთოზე 3-5 ჯერ 24 საათის განმავლობაში. ამ ანტიბიოტიკით მკურნალობის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. მაგალითად, ტრაქომას დროს ტეტრაციკლინით თვალის მალამო 1% მკურნალობის კურსი შეადგენს ერთ-ორ თვეს, ხანდახან უფრო მეტ ხანს.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინის და მისი მონათესავე ანტიბიოტიკების მიმართ (დოქსიციკლინი, მეტაციკლინი, მონოციკლინი, ოქსდიტეტრაციკლინი).
- სოკოვანი დაავადებები
- წითელი მგლურა
- ღრმა ან ნაჩხვლეტი ჭრილობა, მძიმე დამწვრობა.
- ხანგრძლივი გამოყენება თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების დროს
- ლეიკოპენია
- 8 წლამდე საბავშვო ასაკი.

ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები
მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლებელია არამკაფიო მხედველობითი აღქმა, ამიტომ არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან საქმიანობის ისეთი სახეობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვენ მკაფიო მხედველობას, მის აღდგენამდე. თუ რამოდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობედება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენტაფილ პლუსი
ქვეყანა
უზბეკეთი
ჯენერიკი
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი
დოზა
1%
ფორმა
მალამო თვალის
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი