პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Tetracyclinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუნებრივი ტეტრაციკლინები
მოქმედი ნივთიერება: ტეტრაციკლინი; 1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს გადაანგარიშებით 100% მშრალ ნივთიერებაზე;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, შაქარი, ჟელატინი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლისორბატი-80, პონსო 4R, ფუტკრის ცვილი, ვაზელინის ზეთი.
ჩვნებები.
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ბრონქიტი, პნევმონია, ჩირქოვქნი პლევრიტი, ქვემწვავე სეპტიკური ენდოკარდიტი, ბაქტერიული და ამებური დიზენტერია, ანგინა, ყივანახველა, ქუნთრუშა, გონორეა, ბრუცელოზი, ტულარემია, ტიფი, ფსიტაკოზი, ორნიტოზი, შარდსადენი გზების ინფექციური დაავადებები, ქრონიკული ქოლეცისტიტები, ჩირქოვქნი მენინგიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვქნი ინფექციები.
ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატისა და მონათესავე ანტიბიოტიკების მიმართ, სოკოვანი დაავადებები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თირკმელების დაავადებები, ლეიკოპენია, ორსულობა, ლაქტაცია (მკურნალობის დროს ძუძუთი კვება წყდება), 8 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილე გამოყენებისას.
ტეტრაციკლინი არ ინიშნება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან იგი იწვევს კბილების ფერის ხანგრძლივ შეცვლას, ემალის ჰიპოპლაზიას და ჩონჩხის ძვლების გრძივი ზრდის შენელებას.
პრეპარატი გამოიყენება მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში, ვინაიდან გარდა არასაკმარისი თერაპიული ეფექტისა შესაძლოა განვითარდეს მიკროორგანიზმების მდგრადი ფორმები.
არ შეიძლება პრეპარატის მიღება 1-3 საათის განმავლობაში სხვა პრეპარატების მიღებამდე ან მიღების შემდეგ;
არ შეიძლება პრეპარატის მიიღება რძესთან და რძის სხვა პროდუქტებთან ერთად, ვინაიდან ეს ხელს უშლის პრეპარატის შეწოვას.
ფოტოსენსიბილიზაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით საჭიროა ინსოლაციის შეზღუდვა.
ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია თირკმელების, ღვიძლის, სისხლწარმოქმნის ორგანოების ფუნქციის პერიოდული კონტროლი.
შეუძლია შენიღბოს ათასანგის ნიშნები, რის გამოც აუცილებელია ყოველთვე ჩატარდეს სეროლოგიური ანალიზი 4 თვის განმავლობაში.
ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისათვის საჭიროა B და K ჯგუფის ვიტამინების, ლუდის საფუარის დანიშვნა.
პრეპარატი შეიცავს საღებავს 4R, რომელსაც შეუძლია ალერგიული ტიპის რეაქციების გამოწვევა, ასთმის ჩათვლით. ალერგია ყველაზე ხშირად ვლინდება ავადმყოფებში, რომლებსაც აწუხებთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
122518
ჯენერიკი
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი