პრედსო წვეთები თვალის 1% 5მლ #1

პრედსო წვეთები თვალის 1% 5მლ #1

პერუ

ვიტალინე
პროდუქტის შესახებ
პრედსო

შემადგენლობა:
თითოეული მლ შეიცავს:
პრედნიზოლონის აცეტატი...............10.0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, უწყლო ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, გლიცერინი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი...q.s. საკმარისი რაოდენობით.

ჩვენებები:
ბულბარული კონიუნქტივის, რქოვანას და თვალბუდის წინა სეგმენტის ანთების მკურნალობა, რომელიც პასუხობს სტეროიდებით მკურნალობას.

ორსულობა:
არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში პრედნიზოლონის გამოყენების შესახებ.
ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების მიღება დაკავშირებულია ნაყოფის განვითარების დარღვევებთან. ამიტომ, ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ძუძუთი კვება:
უცნობია, გამოიწვევს თუ არა პრედსო 1% თვალის წვეთები, სუსპენზიის ადგილობრივი გამოყენება საკმარის სისტემურ შეწოვას დედის რძეში გამოსავლენად. ამიტომ მისი გამოყენება მეძუძურ ქალებში რეკომენდებული არ არის.

დოზირება:
ერთი ან ორი წვეთის ჩაწვეთება დაზიანებულ თვალ(ებ)ში, დღეში ორჯერ ან ოთხჯერ. დოზის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ექიმის შეხედულებისამებრ.

არ შეინახოთ 30 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ თავდაყირა მდგომარეობაში.
არ გაყონოთ.
გახსნის შემდეგ გამოიყენეთ მაქსიმუმ 30 დღე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვიტალინე
ქვეყანა
პერუ
ჯენერიკი
პრედნიზოლონი
დოზა
1%
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი