საერთაშორისო დასახელება - Polymyxinum B+Neomycinum+Dexamethasonum კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივ გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: თვალის სუსპენზია: პლასტიკურ ფლაკონში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით. 1 ფლ. დექსამეტაზონი ....................... 1 მგ ნეომიცინის სულფატი............. 3.5 მგ პოლიმიქსინ B სულფატი............6000 სე კონსერვანტი - ბენზალკონიუმის ქლორიდი............0.004% ფუძე-ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა ...........0.5% თვალის მალამო: ტუბში 3.5 გ 1 გ დექსამეტაზონი ................................ 1 მგ ნეომიცინის სულფატი ...................... 3.5 მგ პოლიმიქსინ B სულფატი ................ 6000 სე კონსერვანტები: მეთილპრაბენი.........0.05% პროპილპარაბენი.....0.01% ნეიტრალური ნივთიერებები: თეთრი ვაზელინი, უწყლო თხევადი ლანოლინი
ჩვენებები: გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესების დროს, როდესაც აუცილებელია ერთობლივი ანტიმიკრობული და გლუკოკორტიკოიდული თერაპიის ჩატარება.
მიღების წესები და დოზირება: 1-2 წვეთი თვალში. დაავადების მწვავე ფორმების დროს ჩაწვეთება შეიძლება ყოველ 1 საათში. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად მცირდება წამლის მიღების ჯერადობა, მის სრულ მოხსნამდე. გახანგრძლივებულად მიმდინარე პროცესების დროს ინიშნება 4-5-ჯერ დღეში. მალამო დაიტანება 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები - დაკავშირებულია მომატებულ მგრძნობელობასთან პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ; თვალშიდა წნევის მომატება, იშვიათად - სუბკაფსულური კატარაქტა; ჭრილობების შეხორცების შეფერხება, მეორადი ინფექციები.
უკუჩვენებები: * Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტი; * რქოვანას და კონიუქტივას რიგი ვირუსული დაავადებები; * თვალის სოკოვანი დაავადებები; * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; * პრეპარატი კატეგორიულად უკუნაჩვენებია რქოვანადან უცხო სხეულის ამოღებისას.