ნელადექსი წვეთები თვალის/ყურის 5მლ ფლაკონი #1
ნელადექსი წვეთები თვალის/ყურის 5მლ ფლაკონი #1

ნელადექსი წვეთები თვალის/ყურის 5მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.

ნელადექსი ამცირებს ანთებას, ტკივილს და გაღიზიანებას თვალისა და ყურის ინფექციის დროს.

პროდუქტის შესახებ

საერთაშორისო დასახელება

Polymyxinum B + Neomycinum + Dexamethasonum

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივ გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

თვალის სუსპენზია: პლასტიკურ ფლაკონში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით.
1 ფლ.
დექსამეტაზონი ....................... 1 მგ
ნეომიცინის სულფატი............. 3.5 მგ
პოლიმიქსინ B სულფატი............ 6000 სე
კონსერვანტი - ბენზალკონიუმის ქლორიდი............ 0.004%
ფუძე - ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა ........... 0.5%

თვალის მალამო: ტუბში 3.5 გ
1 გ
დექსამეტაზონი ................................ 1 მგ
ნეომიცინის სულფატი ...................... 3.5 მგ
პოლიმიქსინ B სულფატი ................ 6000 სე

კონსერვანტები:
მეთილპრაბენი......... 0.05%
პროპილპარაბენი..... 0.01%

ნეიტრალური ნივთიერებები:
თეთრი ვაზელინი, უწყლო თხევადი ლანოლინი

ჩვენებები

გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესების დროს, როდესაც აუცილებელია ერთობლივი ანტიმიკრობული და გლუკოკორტიკოიდული თერაპიის ჩატარება.

მიღების წესები და დოზირება

1-2 წვეთი თვალში.
დაავადების მწვავე ფორმების დროს ჩაწვეთება შეიძლება ყოველ 1 საათში. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად მცირდება წამლის მიღების ჯერადობა, მის სრულ მოხსნამდე.
გახანგრძლივებულად მიმდინარე პროცესების დროს ინიშნება 4-5-ჯერ დღეში.
მალამო დაიტანება 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები - დაკავშირებულია მომატებულ მგრძნობელობასთან პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;
თვალშიდა წნევის მომატება, იშვიათად - სუბკაფსულური კატარაქტა;
ჭრილობების შეხორცების შეფერხება, მეორადი ინფექციები.

უკუჩვენებები

  • Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტი;

  • რქოვანას და კონიუქტივას რიგი ვირუსული დაავადებები;

  • თვალის სოკოვანი დაავადებები;

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

  • პრეპარატი კატეგორიულად უკუნაჩვენებია რქოვანადან უცხო სხეულის ამოღებისას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დექსამეტაზონი+ნეომიცინი+პოლიმიქსინი
ფორმა
წვეთები თვალის/ყურის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი