პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ketotifen
ჩვენებები: სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომატური მკურნალობა.
მენი-დროპსის® თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით, რომელიც შეიძლება დაილექოს რბილ კონტაქტურ ლინზებზე. ამიტომ, მენი-დროპსის® თვალის წვეთების ჩაწვეთება არ შეიძლება, თუ პაციენტს უკეთია ლინზები. წვეთების ჩაწვეთებამდე პაციენტმა უნდა მოიხსნას ლინზები და ხელახლა გაიკეთოს მხოლოდ 15 წუთის შემდეგ. კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველმა ყველა თვალის წვეთმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მკაცრი დაცვით. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილების, ხანდაზმულებისა და ბავშვებისათვის (3 წლის ასაკის ზემოთ) არის: მენი-დროპსის® ერთი წვეთი კონიუნქტივალურ პარკში დღეში ორჯერ.
დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ კონტეინერის საწვეთურის ბოლოს შეხებას რაიმე ზედაპირთან.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი მენი-დროპსი®, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.
5 მლ ფლაკონის შემცველობის გადაყლაპვა შეესაბამება 1.25 მგ კეტოტიფენის მიღებას, რაც შეადგენს 3 წლის ასაკის ბავშვისთვის რეკომენდებული სადღეღამისო პერორალური დოზის 60%-ს. კლინიკური მონაცემებით ნაჩვენები არ არის მძიმე ნიშნები ან სიმპტომები 20 მგ-მდე კეტიტიფენის მიღების შემდეგ.
თუ დაგავიწყდათ მენი-დროპსის® გამოყენება
თუ დაგავიწყდათ მენი-დროპსის® გამოყენება, წვეთები ჩაიწვეთეთ, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმით გამოყენება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ყველა პრეპარატის მსგავსად, მენი-დროპსმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
მენი-დროპსის® თვალის წვეთების გამოყენებისას შეიძლება შენიშნოთ შემდეგი რეაქციები თვალების მიდამოში: წვა ან წერტილოვანი ზედაპირული დაზიანებები რქოვანას ზედაპირზე.
შემდეგი რეაქციები ვითარდება იშვიათად/არახშირად: ჩაწვეთების შემდეგ ტრანზიტორული მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, ქუთუთოს დაზიანება, თვალის ზედაპირის ანთება, თვალის ტკივილი, ტკივილი კაშკაშა სინათლის შეხედვისას.
იშვიათი რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე: თავის ტკივილი, ძილიანობა, კანზე გამონაყარი, ეგზემა, ჭინჭრის ციება, პირის სიმშრალე და ალერგიული რეაქცია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს. მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტებისას, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125107