გამოიყენება ბაქტერიული წარმოშობის ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
აქტიური ნივთიერება: ლევომიცეტინი (ქლორამფენიკოლი) – 0,25 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, დისტილირებული წყალი.
აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკები (ქლორამფენიკოლის ჯგუფი)
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლევომიცეტინის თვალის წვეთები განეკუთვნება ფართო სპექტრის მოქმედებისს ანტიბიოტიკების ჯგუფს ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ახდენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე, მიკროორგანიზმების ჩათვლით, რომლებიც რეზისტენტული არიან პენიცილინის, ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების მიმართ.
ინსტილიაციის შემდეგ პრეპარატი მოქმედებს არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ ასევე ნაწილობრივ აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.
გამოყენების ჩვენებები:
ლევომიცეტინი გამოიყენება ბაქტერიული წარმოშობის ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც ლოკალიზებული არიან რქოვანაში ან კონიუნქტივაში (კონიუნქტივიტები, კერატიტები, კერატოკონიუნქტივიტები, ბლეფარიტები);
უკუჩვენებები:
პრეპარატი არ გამოიყენება:
- პაციენტებში სისხლის წარმოქმნის დარღვევით;
- პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობით;
- ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
ლევომიცეტინი გამოიყენება სიფრთხილით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, და ასევე კანის დაავადების მქონე პაციენტებში (ეგზემა, ფსორიაზი).
გამოყენების მეთოდი და დოზები:
აუცილებელი თვალის წვეთების ჩაწვეთება 1 წვეთი ყოველ 1-4 საათში, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ 1 წვეთი ყოველ 4-6 საათში.
გვერდითი მოქმედება:
- ზოგიერთ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება (წევა, ქავილი, თვალის გაწითლება). ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში (3 კვირა და მეტი) - შეიძლება აღინიშნოს სისხლმბად სისტემაში უარყოფითი ცვლილებები (თრომბოპენია, ლეიკოპენია, აპლასტიური ანემია), შეიძლება მეორადი სოკოვანი ინფექციების განვითარება. მითითებული სიმპტომების გაჩენისას პრეპარატი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
- გვერდითი ეფექტების განვიტარების რისკი ლევომიცეტინის თვალის წვეთების გამოყენებისას იზრდება ერთდროულად სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველი პრეპარატების დანიშვნისას (ციტოსტატიკები, სულფანილამიდები), და ასევე სხიბური თერაპიის დროს.
- პაციენტების მიერ რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ისინი უნდა მოიხსნას.
- კონტრაქტური ლინზების ისევ გამოყენება შეიძლება ჩაწვეთებიდან 30 წუთის შემდეგ.
- იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატისს გამოყენება იწვევს არამკვეთრ მხედველობით აღქმას, მის აღდგენამდე უნდა თავი შეიკავოთ საქმიანობებისგან, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ კონცენტრაციასა და ყურადღებას.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება 1 თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი:
შპს „დენტაფილ პლიუსი“ (Dentafill Plyus)
100209, უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი, სერგელისკის რაიონი, მარგიბის ქუჩა, კორპ. #1.
ტელ/ფაქსი: (+998 71) 231-78-00 www.dentafill.uz