ჰიდროკორტიზონი მალამო თვალის 0.5% 3გრ ტუბი #1
ჰიდროკორტიზონი მალამო თვალის 0.5% 3გრ ტუბი #1

ჰიდროკორტიზონი მალამო თვალის 0.5% 3გრ ტუბი #1

ვიეტნამი

მედიფარკო ფარმაცეუტიკალსი

ჰიდროკორტიზონის მალამო გამოიყენება თვალის ალერგიული დაავადებების, თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებების, რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევის არარსებობის დროს.

პროდუქტის შესახებ

ჰიდროკორტიზონი მალამო თვალის 0.5% 3გრ ტუბი

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერება: 3 გ მალამო შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატის 15 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მყარი პარაფინი, ცეტილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი (ვაზელინი);

გამოყენების ჩვენებები:

თვალის ალერგიული დაავადებები (ბლეფარიტი, ქუთუთოების დერმატიტები, კონიუნქტივიტები, კერატოკონიუნქტივიტები), თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებები რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევის არარსებობის შემთხვევაში (კონიუნქტივიტები, კერატოკონიუქტივიტები, ბლეფარიტები). პრეპარატი ასევე გამოიყენება თვალების ქიმიური და თერმული დამწვრობისთვის (რქოვანას დეფექტების სრულად შეხორცების შემდეგ).

გამოყენების წესი და დოზები:

ადგილობრივად. მალამოს 1-2 სმ ზოლი იდება ქვედა ქუთუთოს უკან 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი 1-2 კვირაა. ექიმის დანიშნულების მიხედვით, მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს.


უკუჩვენებები:

  • რქოვანას და კონიუნქტივის ვირუსული დაავადებები (ძროხის ყვავილის ვირუსი, ჩუტყვავილას ვირუსი)
  • მარტივი ჰერპესის ვირუსი
  • თვალის სოკოვანი ინფექციები
  • თვალის მიკობაქტერიული ინფექციები
  • მწვავე, ჩირქოვანი ბაქტერიული ინფექციები
  • ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
  • თვალების ტუბერკულოზური დაზიანება.
  • გლაუკომა
  • ტრაქომა
  • ვაქცინაციის პერიოდი
  • თვალის გარსების მთლიანობის დარღვევა


გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობა:
სისტემურად შეწოვილი ჰიდროკორტიზონი ავსტრალიაში მიეკუთვნება A კატეგორიას. ოფთალმოლოგიაში ჰიდროკორტიზონის გამოყენებისას ადამიანებში პრობლემები არ დაფიქსირებულა, მაგრამ კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ორსულ თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროკორტიზონის წვეთებმა ორივე თვალზე დღეში 5-ჯერ და ორსულობის მე-10-13 დღეს ნაყოფის მგლის ხახის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ბოცვრებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორტიკოსტეროიდები ნაყოფის რეზორბციას და მრავალრიცხოვან ანომალიებს იწვევენ, მათ შორის თავის, ყურების, კიდურებისა და ყბის არეში. ორსულობის დროს კორტიკოსტეროიდების არსებითი დოზების მიმღები დედების მიერ გაჩენილ ჩვილებს ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ჰიპოადრენალიზმის ნიშნებზე.

ძუძუთი კვება:
პრობლემები ადამიანებში არ არის დაფიქსირებული.

სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი:

ამ წამლის გავლენა ადამიანის მიერ მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე მისი რეგისტრაციის დროს შეფასებული არ ყოფილა.


შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალ შეფუთვაში. მშრალ ადგილას და არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მედიფარკო ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
ვიეტნამი
ჯენერიკი
ჰიდროკორტიზონის აცეტატი
დოზა
0.5%
ფორმა
მალამო თვალის
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
3გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ჰიდროკორტიზონი მალამო თვალის 0.5% 3გრ ტუბი