ფუტარონი წვეთები თვალის 1% 5გრ ფლაკონი #1
ფუტარონი წვეთები თვალის 1% 5გრ ფლაკონი #1

ფუტარონი წვეთები თვალის 1% 5გრ ფლაკონი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - fusidic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
წამლის ფორმა
თვალის წვეთები
აღწერილობა: ბლანტი ერთგვაროვანი სუსპენზია თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.

შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფუზიდის მჟავა (ჰემიჰიდრატის ფორმით) 10,0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, მანიტი, კარბომერი 940, ტრომეტა-მოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

გამოყენების ჩვენებები
თვალის ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნო-ბიარე მიკროორგანიზმებით:
- კონიუნქტივიტი;
- ბლეფარიტი;
- კერატიტი;
- დაკრიოცისტიტი.

გამოყენების წესი და დოზირება
ადგილობრივი გამოყენებისათვის.
გამოყენებამდე საჭიროა თვალის წვეთების შენჯღრევა.
მოზრდილებში და ბავშვებში ფუტარონს აწვეთებენ თითო წვეთს ორივე თვალში (კონიუნქტივალურ პარკში) ყოველ 12 საათში 7 დღის განმავლობაში.
მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა ფუტარონის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან ვიზიტი.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ფუზიდის მჟავას ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოქმედება
მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციები: ქავილი, წვა, კონიუნქტივის ჰიპერემია, მტკივნეულობა, ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივიტის გამწვავება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი თვალის წვეთების ფორმით არ არის განკუთვნილი თვალშიდა ინ-ექციებისათვის!
მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარა-ტის გამოყენების შეწყვეტა.
არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება ფუტარონის გამოყენების პერიოდში, რადგან მისმა კომპონენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ლინზების დაბინდვა.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატის გამოყენების შემდეგ დროებით ეკარგებათ მხედველობის სიმკვეთრე, თავი უნდა აარიდონ პოტენციურად საშიში სახის ქმედებებს, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ფუზიდის მჟავა
დოზა
1%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი