ალბუციდი გამოიყენება თვალების ინფექციური დაავადებებისას, გამოწვეული სულფანილამიდების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის სულფაცეტამიდი 200 მგ/მლ; დამხმარე ნივთიერებები: პოლივინილის სპირტი 1.4%; ნატრიუმის თიოსულფატი 1.5 მგ/მლ; ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 1.56 მგ/მლ; ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 0.71 მგ/მლ; დინატრიუმის ედეტატი 0.01 მგ/მლ; ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.005%; საინექციო წყალი.
კონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვ. თვალების ინფექციური დაავადებები, გამოწვეული სულფანილამიდების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით; ტრაქომის კომპლექსური მკურნალობა.
ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები სულფანილამიდებზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ჩვენებების მიხედვით.
ადგილობრივი გაღიზიანება, წვა, არასპეციფიური კონიუნქტივიტი, კონიუნქტივალური ჰიპერემია.
ინსტილაციები თავიდან 1-2 წვეთი ყოველ 2-3 საათში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ტრაქპმის დროს – ინსტალაციები 2 წვეთი ყოველ 2 საათში.
პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს ინტერვალი თვალის წვეთების გამოყენებათა შორის ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნოვოკაინთან და დიკაინთან ერთად გამოყენების დროს მცირდება პრეპარატის ბაქტერიოსტატული ეფექტი. ვერცხლის მარილებთან ერთად მისი გამოყენებისას აღინიშნება ნატრიუმის სულფაცილის შეუთავსებლობა.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობით ფუროსემიდის, თიაზიდური დიურეზულების, სულფონილშარდოვანას ან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის სულფაცეტამიდის მიმართ.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია: პრეპარატის მიმართ უგრძნობი მიკროორგანიზმების მომატება, სოკოების ჩათვლით; ბაქტერიული მდგრადობის განვითარება.
2 წელი.
ინახება 8-25C ტემპერატურაზე.