პროკომილი ტაბლეტი 5მგ #30

პროკომილი ტაბლეტი 5მგ #30

გერმანია

ვალტერ რიტერი
პროდუქტის შესახებ
სექსუალურად გამაჯანსაღებელი საშუალება, რომელიც მოქმედებს რა ადგილობრივ ნერვულ-სქესობრივ პროცესებზე, დადებით გავლენას ახდენს ერექციასა და ეაკულაციაზე. ის ზოგადად ასტიმულირებს ლიბიდოსა და სექსუალურ შესაძლებლობას.

თვისებები: იოჰიმბინი არის იოჰიმბეს ხის ქერქისგან დამზადებული სუფთა ალკალოიდი. სექსუალურად გამაჯანსაღებელი საშუალება, რომელიც მოქმედებს რა ადგილობრივ ნერვულ-სქესობრივ პროცესებზე, დადებით გავლენას ახდენს ერექციასა და ეაკულაციაზე. ის ზოგადად ასტიმულირებს ლიბიდოსა და სექსუალურ შესაძლებლობას. ამიტომაც ის გამოიყენება პოტენციისა და ლიბიდოს დარღვევისა და შესუსტების დროს, ლუმბოსაკრალური წნულის შემცირებული აღგზნებადობის დროს, რაც გამოიხატება შემდეგში: შემცირებული ერექცია და ეაკულაცია, ძირითადი და სექსუალური სპეციფიკის სიმპტომები ხნოვან მამაკაცებში, როგორიცაა ძილიანობა, შესუსტებული კონცენტრაცია, ენერგიის ნაკლებობა. იოჰიმბინი, როგორც ორგანიზმისთვის კარგად ამტანი პრეპარატი სერიოზულ შემთხვევებში ინიშნება ყოველდღიურად 30 მგ-ის ოდენობით. რომ მივაღწიოთ სრულყოფილ შედეგს, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 4-8 კვირის განმავლობაში.


შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს 5.0 მგ. იოჰიმბინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ცელულოზის მიკროკრისტალი, პოვიდონე კ-25, კოლოიდური უწყლო კალცი, ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი - ტიპი ა, მაგნიუმის სტეარატი, სახაროზა, კაოლინი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი ჶ 171, აკაცია, მაკროგოლ 6000, გლუკოზის სითხე, ალუმინის ფხვნილი, ჟელატინის ფხვნილი.


ჩვენებები: პოტენციის დარღვევა, ლიბიდოს დარღვევა, ლუმბოსაკრალური წნულის შემცირებული აგზნებადობა, ძირითადი და სექსუალური სპეციფიკის სიმპტომები მამაკაცის კლიმაქსის დროს, როგორიცაა ძილიანობა, კონცენტრაციის შესუსტება, დეპრესია. გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებშიც.


უკუჩვენებები: ჰიპოტენზია. ნუ მიიღებთ პრეპარატს თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ავიცილოთ სისხლის წნევის უეცარი შემცირება და ტახიკარდია, ისევე როგორც ჰეპატოპათია და ნეფროპათია.


სიფრთხილის ზომები: არანაირი
ურთიერთქმედება: ნუ მიიღებთ პროკომილის ტაბლეტებს ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება: თუ სხვაგვარად არ არის ექიმის დანიშნულება, მიიღეთ 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ. თუ აღინიშნება პოტენციის სერიოზული დარღვევა, მიიღეთ 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 4-8 კვირის განმავლობაში.
გვერდითი ეფექტები: ტრემორი, აღელვება.
შენიშვნა: ნუ მიიღებთ პრეპარატს ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვალტერ რიტერი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
იოჰიმბინი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი