პროთურილი ტაბლეტი 50მგ #60

პროთურილი ტაბლეტი 50მგ #60

საბერძნეთი

უნი-ფარმა კლეონი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Propylthiouracil
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითირეოიდული პრეპარატები
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითირეოიდული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პროპილთიოურაცილი ხასიათდება თირეოსტატული ეფექტით. ხელს უშლის თირეოგლობულინის იოდიზაციის პროცესს და აქვეითებს იოდის აქტიური ფორმის წარმოქმნას ფარისებრ ჯირკვალში. პეროქსიდაზული სისტემის ბლოკირებით. პროპილთიოურაცილი თრგუნავს T4-ის გადასვლას T3-ში, რევერსიული T3-ის (RT3) წარმოქმნით.

ჩვენებები:
თირეოტოქსიკოზი (დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიური ადენომა); ფარისებრი ჯირკვლის რეზექციისათვის მოსამზადებელი პერიოდი და ოპერაციის შემდეგ თერაპია;
თირეოტოქსიკოზის რადიაქტიური იოდით მკურნალობის დაწყების წინა პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება ყოველ 6-8 საათში. ტაბლეტები მიიღება მთლიანად დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით, ჭამის შემდეგ.
19 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში მკურნალობის დასაწყისში პრეპარატი ინიშნება 75-100 მგ (1.5-2 ტაბლეტები) დღეში პერორალურად. მძიმე შემთხვევების დროს და ადრე იოდით დატვირთვისას საწყის სადღეღამისო დოზას ზრდიან 300-600 მგ-მდე (6-12 ტაბლეტები გაყოფილი 4-6 ერთჯერად დოზად). შემანარჩუნებელი დოზა 25-150 მგ (0.5-1 ტაბლეტი). ახალშობილებში თირეოტოქსიკოზის დროს პრეპარატი ინიშნება 5-10 მგ/კგ (დღე-ღამურ დოზას ყოფენ 3 მიღებაზე). სასურველი შედეგის არ არსებობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 1.5-2-ჯერ. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 3-4 მგ/კგ-დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. თირეოტოქსიკოზის მკურნალობის ხანგრძლივობა დიფუზური ტოქსიური ჩიყვის და ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიური ადენომის დროს უნდა შეადგენდეს 1.5-2 წელს. თირკმლის უკმარისობის დროს ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის აუცილებელი. ღვიძლის დაავადების დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია რეკომენდებულ დოზებში წინააღმდეგჩვენების გათვალისწინებით. ქირურგიული ჩარევის ან რადიაქტიური იოდით მკურნალობისის პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს. პროპილთიოურაცილი შესაძლებელია გამოვიყენოთ დიფუზური ტოქსიური ჩიყვის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით, „დათრგუნე და ჩაანაცვლე“ სქემის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები: იშვიათი: აგრანულოციტოზი, ტკივილი კუჭის არეში, ართრალგია, პარესთეზია, ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება, ალერგიული რეაქცია (კანზე გამონაყარი, ურტიკარია); ძალიან იშვიათად (მაღალი დოზებით გამოყენებისას) - ღვიძლის დაზიანება, ტრანზიტორული ქოლესტაზი, თრომბოციტოპენია, ლიმფადენოპათია; ცალკეულ შემთხვევებში - ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, პოლიართრიტი, გემოს და ყნოსვის შეგრძნების დარღვევა, ვასკულიტი, წითელი მგლურასმაგვარი სინდრომი, კვანძოვანი პერიარტერიტი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ერითროპოეზის დარღვევა, ჰემოლიზი, კუმბსის დადებითი რეაქცია, ინტერსტიციული პნევმონია, პერიფერიული შეშუპება, ალოპეცია. პროპილთიოურაცილით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატება.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელბა პროპილთიურაცილის მიმართ;
* ჰიპოთირეოზი;
* ლეიკოპენია;
* აგრანულოციტოზი;
* აქტიური ჰეპატიტი;
* ღვიძლის ციროზი;
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უნი-ფარმა კლეონი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
პროპილთიოურაცილი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი