სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა 1 მლ ხსნარი (1 ამპულა) შეიცავს: აქტიური ნივთიერება - ოქსიტოცინი 5 სე;
გამოყენების ჩვენებები:
სამშობიარო მოქმედების აღძვრა და სტიმულირება, აბორტის გამოწვევა სამედიცინო ჩვენებების მიხედვით, საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი ინვოლუციის დაჩქარება და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის შეწყვეტა, საკეისრო კვეთის დროს (მომყოლის ამოღების შემდეგ) საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის გასაძლიერებლად.
მიღების წესები და დოზები : პლაცენტის და ნაყოფის მდგომარეობის შეფასებისთვის, ასევე რისკის მქონე ორსულთათვის შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ტარდება ოქსიტოცინზე ტესტი.
ინფუზიისთვის ოქსიტოცინი იხსნება 500 მლ სტერილურ 5%-იან გლუკოზის ხსნარში ან 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. სამშობიარო მოქმედების სტიმულირებისთვის რეკომენდებულია 10 სე ოქსიტოცინის გახსნა 500 მლ გამხსნელში (შეყვანის სიჩქარე 3 მლ/სთ ან 0,001 სე/წუთ), დიდი დოზის მისაღებად 30 სე ოქსიტოცინს ხსნიან 500 მლ გამხსნელში (შეყვანის სიჩქარე 1 მლ/სთ ან 0,001 სე/წუთ).
შენახვის პირობები:
ინახება მაცივარში 2 დან 8 ტემპერატურაზე. არ გაყინოთ! შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!