ფუროტალგინი – ყურის წვეთები შუა ყურის ანთებით გამოწვეულ ტკივილზე. 5მლ ფლაკონი, ხელმისაწვდომი ფარმადეპოში.
Nitrofural, tetracaine hydrochloride, phenazone
ოტორინოლარინგოლოგია → მიკრობების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
აქტიური შემადგენელი ნაწილები: 1 მლ ხსნარი შეიცავს:
სხვა შემადგენელი ნაწილი: გლიცეროლი.
გამჭვირვალე, ყვითელი სითხე მომწვანო ელფერით, სუნის გარეშე.
პირველადი შეფუთვა:
პრეპარატის 5 მლ მოთავსებულია ყავისფერი მინისგან დამზადებულ მრგვალ ფლაკონში. ფლაკონი დახურულია ხრახნიანი თავსახურით საწვეთელით.
პრეპარატის 5 მლ მოთავსებულია პოლიპროპილენის მრგვალ ფლაკონში. ფლაკონს აქვს საწვეთელი და დახურულია „პილფერ-პრूფის“ ტიპის თავსახურით.
მეორეული შეფუთვა:
1 (ერთი) ფლაკონი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ფუროტალგინი ანტიმიკრობული, კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.
გამოიყენება სასმენი მილისა და შუა ყურის მწვავე ანთებითი პროცესის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ ფუროტალგინი:
აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მაშინაც კი, თუ ეს პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფუროტალგინი ინიშნება ექიმის შეფასების შემდეგ.
თუ ორსულად ხართ, ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროტალგინი ყოველთვის გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის წარმოქმნისას მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროტალგინი ყურში ჩასაწვეთებელი პრეპარატია. არ ჩაიწვეთოთ ის ცხვირსა და თვალებში! არ დალიოთ!
გამოიყენეთ წვეთები სასმენი მილის გაწმენდის შემდეგ. გადაწიეთ თავი ისე, რომ წვეთები ყურში რამდენიმე წუთი დარჩეს, შემდეგ კი ჩაიდეთ ყურში ბამბა.
გამოყენებამდე აუცილებელია ხსნარის გათბობა სხეულის ტემპერატურამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული უსიამოვნო კონტაქტი ცივ წვეთებთან.
მოზრდილები და 3 წელზე უფროსი ბავშვები: 6–10 წვეთი 3–4-ჯერ დღეში.
3 წლამდე ასაკის ბავშვები: 3–4 წვეთი 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ადგენს მკურნალი ექიმი, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.
ფუროტალგინის სწორი გამოყენებისას მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.
არ გამოიყენოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.