ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატები დიაბეტის მკურნალობისთვის. პრეპარატების კომბინაცია, რომლებიც აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, პერორალური გამოყენებისთვის. სიტაგლიპტინი და მეტფორმინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: გლორმეტი წარმოადგენს ორი ჰიპოგლიკემიური საშუალების კომბინაციას ურთიერთდამატებითი მოქმედების მექანიზმით და განკუთვნილია გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში: სიტაგლიპტინის ფოსფატი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი . სიტაგლიპტინი აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე კომბინაციაში გამოყენებისას. სიტაგლიპტინით მკურნალობისას სხეულის მასა არ იმატებს საწყის მაჩვენებელთან შედარებით. მეტფორმინი დადებითად მოქმედებს ლიპიდების მეტაბოლიზმზე: აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების დონეს.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატ გლორმეტის ანტიჰიპერგლიკემიური მკურნალობისას დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად მკურნალობის მიმდინარე სქემიდან, ეფექტურობიდან და პაციენტის ამტანობიდან გამომდინარე. არ უნდა გადააჭარბონ სიტაგლიპტინის მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო 100 მგ დოზას
უკუჩვენება: გლორმეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ: - მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ; - ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (მაგალითად ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი); - დიაბეტური პრეკომა; - თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (გფს < 30 მლ/წთ); - მწვავე მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს თირკმლის ფუნქციაზე, როგორიცაა დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი, სისხლძარღვებში იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების შეყვანა; - მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილების ჰიპოქსიას, როგორიცაა გულის ან სუნთქვის უკმარისობა, ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი; - ღვიძლის უკმარისობა; - მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი; - ფეხმძიმობა და ძუძუთი კვების პერიოდი; - 18 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია: გლორმეტი არ გამოიყენება ორსულობის დროს. თუ პაციენტი ორსულობას გეგმავს ან დაორსულდა, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება ადრე დაინიშნოს ინსულინი. პრეპარატ გლორმეტის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.