პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოელი უგარსო ტაბლეტი შეიცავს: გლიკლაზიდი ბ.ფ. 80მგ; მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ბ.ფ. 500მგ.
ჩვენებები: გლიზი-ემ ინიშნება ჭარბი და არაჭარბი წონის მქონე II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. რომელთაც გააჩნიათ არაადეკვატური გლიკემიური კონტროლი მხოლოდ დიეტით და ინსულინ დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში.
უკუჩვენებები: გლიზი-ემ უკუნაჩვენებია პაციენტებში, თირკმელების და ღვიძლის დაზიანებით, ალკოჰოლიზმის დროს, მწვავე კეტოზით და აციდოზით გართულებული ინსულინ დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით (NIDDM), დიაბეტური კომის პრეკომის და კომის დროს, პეროფერიულ სისხლძარღვთა დაავადების, ორსულობის და ფილტვის ქრონიკური ობსტრუქციული დაავადების შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები: გასტროდუოდენური დარღვევები- გულისრევა, დიარეა, ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, მეტალისებური გემო. დერმატოლოგიური ეფექტები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა და ჰიპერემია. სხვადასხვა: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. სავარაუდოდ, გლიკლაზიდი დაკავშირებულია ჰიპოგლიკემიის მცირერიცხვოვან შემთხვევებთან. გლიკლაზიდს შეიძლება გააჩნდეს პოტენციალი, რომ განავითაროს გულ-სისხლძარღვთა მხრივ გვერდითი ეფექტები, თუმცა წლების განმავლობაში დადგენილია, რომ გლიკლაზიდი არის ინსულინ-დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი გულ-სისხლძარღვთა მხრივ გვერდით ეფექტების გარეშე. მეტფორმინით ხანგრძლივ თერაპიასთან დაკავშირებულია ვიტამინ B12-ის და ფოლიუმის მჟავას აბსორბციის დარღვევაწამლებთან ურთიერთქმედება: ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (კაპტოპრილი, ენალაპრილი), სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატები (ინსულინი, აკარბოზა), ბეტა-ბლოკერები, ფლუკონაზოლი, (H2) ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტები, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs), სულფონამიდები და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას და პოტენცირდება სისხლში გლუკოზის დაწევის ეფექტი და შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარედეს ჰიპოგლიკემია. საჭიროა შიგნით მისაღები ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ესტროგენებს ან შიგნით მისაღებ კონტრაცეპტივებს, ფენიტოინს, ქინოლონებს უნდა იყვნენ მაქსიმალური მონიტორინგის ქვეშ, დიაბეტის კონტროლის დაკარგვის აღმოფხვრის მიზნით, თერაპიის დაწყებისას და შეწყვეტისას.
დოზირება და დანიშნულება: 1-2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ, კვების დროს. მაქსიმუმ 4 ტაბლეტი დღეში.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბნელ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25?.
შეფუთვა: ბლისტერული შეფუთვა 3x10 ტაბლეტი.
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
116938
ჯენერიკი
გლიკლაზიდი+მეტფორმინი