პროდუქტის შესახებ
ალიკვალი 50 მგ ტაბლეტები
ვილდაგლიპტინი
- აქტიური ნივთიერება არის ვილდაგლიპტინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს.
- დამხმარე ნივთიერებებია:
უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კროსკარმელოზა.
გამოყენება:
ვილდაგლიპტინი გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. ის გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია დიაბეტის გაკონტროლება მხოლოდ დიეტის და ფიზიკური ვარჯიშის მეშვეობით. ეს მედიკამენტი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ალიკვალი ცალკე მონოთერაპიის სახით ან სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც უკვე იღებდით, თუკი მათი გამოყენებისას ვერ იქნა მიღწეული დიაბეტის საიმედო ეფექტური კონტროლი.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება მაშინ, თუ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თუ ინსულინი, რომელსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს, არ მუშაობს სათანადოდ. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ბევრ გლუკაგონს.
ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ღვიძლის მიერ შაქრის გამომუშავებას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. პანკრეასი ქმნის ორივე ამ ნივთიერებას.
როგორ მოქმედებს ალიკვალი
ალიკვალის მოქმედების ეფექტი განპირობებულია იმით, რომ პანკრეასი გამოიმუშავებს მეტ ინსულინს და ნაკლებ გლუკაგონს. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ნაჩვენებია, რომ ეს წამალი ამცირებს სისხლში შაქარს, რაც დაგეხმარებათ დიაბეტის გართულებების თავიდან აცილებაში. აღნიშნული შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის დაწყების მიუხედავად მნიშვნელოვანია, რომ განაგრძოთ დიეტა და/ან ვარჯიში, რომელიც თქვენთვის რეკომენდირებულია.
მიღების წესი:
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების რაოდენობა და პერიოდი:
ალიკვალის რაოდენობა მიიღება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთის საჭირო ალიკვალის ტაბლეტების რაოდენობას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 100 მგ.
ალიკვალის ჩვეულებრივი დოზაა:
- 50 მგ დღეში, მიიღება ერთი დოზის სახით დილით, თუ იღებთ ალიკვალს სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებთაც ეწოდებათ სულფონილშარდოვანა.
- 100 მგ დღეში მიიღება ორ დოზის სახით, 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს, თუ იღებთ ალიკვალს მარტო, სხვა მედიკამენტთან ერთად, მეტფორმინთან ან გლიტაზონთან ერთად, მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას კომბინაციით, ან ინსულინთან ერთად.
- 50 მგ დღეში დილით, თუ გაქვთ თირკმელების ზომიერი ან მძიმე დაავადება ან თუ იმყოფებით დიალიზზე.
ალიკვალის მიღების მეთოდი:
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ცოტაოდენი წყლის მიყოლებით.
ალიკვალის მიღების ხანგრძლივობა
- ალიკვალი უნდა მიიღოთ ყოველ დღე იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. შესალოა მკურნალობა გაგრძელდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას მკურნალობის სასურველი ეფექტის გაკონტროლების მიზნით.
შენახვის პირობები:
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ,,EXP‘‘ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
224866