აგლინოქსი ტაბლეტი 1მგ #90

აგლინოქსი ტაბლეტი 1მგ #90

საბერძნეთი

სპეციფარ ფარმაციუტიკალსი

აგლინოქსი შეიცავს რეპაგლინიდს და ხელს უწყობს პანკრეასს ინსულინის გამოყოფის გაძლიერებაში, რის შედეგადაც მცირდება სისხლში შაქრის დონე.

პროდუქტის შესახებ

აგლინოქსი ტაბლეტი 1მგ

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება არის რეპაგლინიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1მგ, 2მგ რეპაგლინიდს.
სხვა კომპონენტებია: მეგლუმინი, გლიცერინი 99.5%, პოვიდონი K30, პოლოქსამერი 188, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 101), კალციუმ ჰიდროგენფოსფატი უწყლო, პოლაკრილინ კალიუმი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქიდი ყვითელი (E172) (მხოლოდ 1მგ ტაბლეტებში) და რკინის ოქსიდი წითელი (მხოლოდ 2მგ ტაბლეტებში).


ჩვენება:

​აგლინოქსი არის ორალურად მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს რეპაგლინიდს, რომელიც პანკრეასს ეხმარება გამოიმუშავოს მეტი ინსულინი და ამგვარად მცირდება შაქრის რაოდენობა სისხლში.

ტიპი II დიაბეტი არის დაავადება, როდესაც პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად, ან როდესაც თქვენი სხეული არ რეაგირებს გამომუშავებულ ინსულინზე (ცნობილი როგორც არაინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი ან მოზრდილთა შაქრიანი დიაბეტი).

აგლინოქსი გამოიყენება ტიპი II დიაბეტის გასაკონტროლებლად დიეტის და ვარჯიშის დამატების სახით: მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება, როდესაც მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით არ კონტროლდება სისხლში შაქრის დონე. აგლინოქსის გამოყენება ასევე შეიძლება მეტფორმინთან კომბინაციაში.


დოზირება:

​ექიმი შეგირჩევთ დოზას.
ჩვეული საწყისი დოზა არის 0.5მგ ჭამამდე. გადაყლაპეთ ტაბლეტი ჭიქა წყლის დაყოლებით ჭამის წინ ან 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე.
დოზა შეიძლება გაზარდოს ექიმმა 4მგ-მდე, რომელიც უნდა მიიღოთ ჭამის წინ, ან 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე. მაქსიმალური დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 16მგ.
არ მიიღოთ აგლინოქსი ექიმის მიერ რეკომენდებულ დოზაზე მეტი დოზით. ყოველთვის მიიღეთ აგლინოქსი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს.


შენახვა:

​შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ბლისტერზე და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შედეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სპეციფარ ფარმაციუტიკალსი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
რეპაგლინიდი
დოზა
1მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
90
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი